| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს მრავალხმრივ განვითარებისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით, საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ.
ამჯერად, სკოლაში, ინტელექტუალური თამაშის - „ტვინების ბრძოლის“ შიდასასკოლო ჩემპიონატი გაიმართა.
„ტვინების ბრძოლის“ 2024 წლის შემოდგომის სეზონი ორ ასაკობრივ კატეგორიაში ჩატარდა.
პირველი ასაკობრივი კატეგორია - III, IV და V კლასებს მოიცავდა, ხოლო მეორე ასაკობრივი კატეგორია - VI, VII და VIII კლასებისგან იყო დაკომპლექტებული.
შერჩეულმა გუნდებმა უპასუხეს წამყვანის (ინტელექტკლუბ „ლამპარის“ ხელმძღვანელ ვარდო ხოზრევანიძის) გაჟღერებულ შეკითხვებს. თემატიკა იყო ზოგადი, სწორი პასუხის გამოსაცნობად, როგორც გვიყვებიან, პრიორიტეტი მიენიჭა გამჭრიახ გონებასა და ლოგიკურ აზროვნებას.
„გამარჯვებულ გუნდებს Brains.ge-სგან გადაეცათ „გამარჯვების დამადასტურებელი დიპლომები“, - გვეუბნებიან სკოლაში.
პირველ ასაკობრივი კატეგორიაში გაიმარჯვა V კლასის გუნდმა - „ლაბირინთმა“, რომლის დამრიგებელი ხათუნა ხალვაში გახლავთ.
მეორე ასაკობრივი კატეგორიაში კი VII კლასის გუნდმა - „პირამიდამ“ შეძლო გამარჯვება, რომლის დამრიგებელი მადლენა გაბაიძეა.
სასკოლო საზოგადოება მათ წარმატებას უსურვებს.
იხილეთ ფოტოები:
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
„ექსპერტიზაზე 200 სკოლაა გადაგზავნილი... სამინისტრო ყოველდღიურად ვერ გამოითხოვს ინფორმაციას“ - რატომ ვერ ხერხდება პრობლემების დროულად გამოვლენა
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას