სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ბანოჯისა და კაცხის საჯარო სკოლების თანამშრომლობით საინტერესო პროექტი ხორციელდება
21-10-2024
-
+


წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბანოჯის საჯარო და ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაცხის საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი წარმატებით მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ ბანოჯის საჯარო სკოლას კაცხის საჯარო სკოლასთან გაფორმებული აქვს მემორანდუმი. სკოლები ერთმანეთთან თანამშრომლობენ და საინტერესო პროექტებშიც ერთობლივად ერთვებიან.

„ჯანსაღი კომუნიკაციისა და თანამშრომლობის შედეგი არის კაცხის საჯარო სკოლაში, სასკოლო პროექტ „ადამიანის უფლებების“ ფარგლებში მონაწილეობა“, - გვიყვებიან სკოლაში.

პროექტი ითვალისწინებდა ონლაინ კონფერენციას თემაზე: „ჩემი უფლება ჩემი თავისუფლებაა“. კონფერენციას ხელმძღვანელობდა კაცხის სკოლის უცხო ენების კათედრა ბანოჯის სკოლის უცხოენების კათედრის თანამონაწილეობით. 

კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ სკოლის დირექტორები: ნინო წილოსანი და ნორა ბუცხრიკიძე, დირექტორის მოადგილე რუსუდან მოდებაძე, ინგლისური ენის მასწავლებლები: ეკატერინე ქებაძე და მირანდა ფანცხავა

კონფერენცია შეაჯამა დირექტორმა ნინო წილოსანმა. მან მადლობა გადაუხადა მეგობარ სკოლას გამოწვევისთვის და ასევე, მოსწავლეებს მაღალი პასუხისმგებლობით ჩართულობისათვის. იქვე, დირექტორმა დააანონსა ახალი შეხვედრა ბანოჯის საჯარო სკოლაში.

„სკოლათა შორის მეგობრობა კვლავაც გრძელდება წინ კიდევ ბევრი საინტერესო შეხვედრა გველოდება“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

აქტივობამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა მსოფლმხედველობის გაფართოებას

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება