სიახლეები
სიახლეები, ინტერვიუ

რა შეიცვალა სკოლებისთვის საბაზო საფეხურის გახანგრძლივებით - დეტალებზე ობუჯის თემის N2 საჯარო სკოლის დირექტორი, ირმა ღვინჯილია საუბრობს
17-10-2024
-
+


ახალ, 2024-2025 სასწავლო წელს სკოლები მნიშვნელოვანი სიახლეებით შეხვდნენ. მათ შორის, აღსანიშნავია, რომ სავალდებულო განათლება 10-წლიანი გახდა. სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით, etaloni.ge-ს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ობუჯის თემის N2 საჯარო სკოლის დირექტორი - ირმა ღვინჯილია ესაუბრა.

სკოლა საბაზო საფეხურისაა, რაც ნიშნავს, რომ აქამდე მათი მოსწავლეები, მე-9 კლასის დასრულების შემდეგ, სწავლას სხვა სკოლებში აგრძელებდნენ. მიმდინარე სასწავლო წლიდან მიდგომა შეიცვალა. ირმა ღვინჯილია აღნიშნულ გადაწყვეტილებას მიესალმება და მიაჩნია, რომ ეს სასიკეთოა როგორც თავად მოსწავლეებისთვის, ისე მთელი სასკოლო საზოგადოებისთვის. დირექტორმა მცირეკონტინგენტიანი სკოლების გამოწვევებზეც ისაუბრა. მისი თქმით, 10-წლიანი საბაზო განათლება, გარკვეულწილად, გამოწვევებთან გამკლავებაში დაეხმარებათ.

აღსანიშნავია, რომ ირმა ღვინჯილია სკოლის დირექტორი მიმდინარე სასწავლო წლიდანაა, იგი ამ პოზიციაზე აგვისტოს ბოლოს დაინიშნა და აქვე, განსაკუთრებული მადლიერება და პატივისცემა სკოლის ყოფილი ხელმძღვანელის მიმართ გამოხატა.

- როგორ ფიქრობთ, საბაზო საფეხურის 1 წლით გახანგრძლივება სასკოლო ცხოვრებაზე როგორ აისახება?

- ჩემი აზრით, ამ გადაწყვეტილებით, მცირეკონტინგენტიანი, საბაზო საფეხურის სკოლები გაძლიერდება. ეს ჩემს სასკოლო საზოგადოებაზეც აისახება. ზოგადად, სხვა სკოლაში გადასვლა მოსწავლეებისთვის რთულია. სკოლა ჩემმა შვილმაც ახლა შეიცვალა, ეს მისთვის ძალიან მტკივნეული იყო, რადგან მშობლიურ გარემოში დარჩენა ერჩივნა. მას და მის კლასელებსაც უნდოდათ, რომ სწავლა აქ გაეგრძელებინათ. ესეც არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ვფიქრობ, რომ გადაწყვეტილება, პირველ რიგში, ბავშვების ინტერესებს შეესაბამება.

- ეს ცვლილება, ალბათ, საათობრივ ბადესა და მასწავლებელთა დატვირთვაზე აისახა?

- მასწავლებლები გახარებულები არიან, მეტი მოტივაცია აქვთ. საათობრივი დატვირთვა იმატებს. ჩვენი პედაგოგები, სოფელში არსებული დემოგრაფიული პრობლემების გამო, ძირითადად, ქალაქიდან დადიან. ახლა ისინი სკოლაში მეტი ხალისით მოდიან და მეტის იმედი აქვთ. მიმაჩნია, რომ ეს განათლების სამინისტროს მხრიდან ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯია.

- თქვენი, როგორც დირექტორისა და პედაგოგების პოზიცია გასაგებია. თუ შეიძლება, მეტი მოგვიყევით საკითხისადმი მოსწავლეების დამოკიდებულებაზე...

- ჩვენი სკოლიდან ვინც წელს გადავიდა, ისინი წუხდნენ, ნეტავ ჩვენც აქ დარჩენა შეგვძლებოდაო - ყველას პოზიცია ასეთი იყო. ჩვენ მათთან ხშირი კონტაქტი გვაქვს. ჩვენი სკოლის მასწავლებლების ნაწილი მათ სკოლაშიც ასწავლის. შედეგად, გვაქვს ინფორმაცია, რომ წარმატებულები არიან, გარემოსთან ადაპტირდნენ, თუმცა მშობლიური სკოლის ნოსტალგია მაინც აქვთ. ეს პედაგოგებისთვისაც ემოციური მომენტია.

- ჩანს, ყოფილ მოსწავლეებთან კონტაქტს ინარჩუნებთ...

- დიახ, ეს სწორედ ასეა. მინდა აღვნიშნო, რომ ზოგადად, ჩვენი სკოლა ვინც დაამთავრა, მათ სხვა სკოლებში რეალიზება არ გასჭირვებიათ. მეტიც, ადვილად ადაპტირდნენ. იყო შემთხვევები, როდესაც სხვა სკოლის პედაგოგებმა ცალკეულ მასწავლებლებს მადლობაც გადაუხადეს. საბაზო სკოლაში, ბავშვთა მცირე რაოდენობის გამო, მოსწავლეებს გამოკითხვაც უფრო მეტჯერ უწევთ და შედარებით, მომზადებულები და მოწესრიგებულებიც არიან. აღსანიშნავია, რომ ისინი აბიტურიენტობისასაც წარმატებულები არიან და სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში აბარებენ.


- მცირეკონტინგენტიანი სკოლების ნაწილს, კადრებთან დაკავშირებით, გარკვეული გამოწვევები აქვს. რიგ შემთხვევაში, სოფლებში საკმარისი მასწავლებელი არ არის ხოლმე. ამ მხრივ, თქვენს სკოლაში რა მოცემულობაა?

- კადრების მხრივ, ცოტა თამამად ვართ. ბოლო წლების განმავლობაში, შეიძლება ითქვას, რომ სკოლის პედაგოგთა საშუალო ასაკი „გაახალგაზრდავდა“. ჩვენთან, ძირითადად, ახალგაზრდა მასწავლებლები არიან დასაქმებული - უმაღლესი სასწავლებლები რომ ახალი დამთავრებული აქვთ, ასეთებიც არიან. ყველას აქვს სტატუსი და კარგი ვითარება გვაქვს.

- ბოლოს, საკუთარ თავზე გკითხავთ, ვიცით, რომ დირექტორის პოზიციაზე ახლახან დაინიშნეთ..

- დიახ, ასეა. ამ სკოლის დირექტორად 26 აგვისტოს დავინიშნე. გარდა ამისა, რუსული ენის წამყვანი მასწავლებელი ვარ და მოსწავლეებს ამ საგანს ვასწავლი. ჩემი დირექტორი - ქალბატონი თამარი, ღვაწლმოსილი პედაგოგი გახლავთ. მას მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. მოგეხსენებათ, დირექტორებს ერთი და იმავე სკოლაში მუშაობის უფლება 2 ვადით აქვთ. ამ დროის გასვლის შემდეგ, ქალბატონმა თამარმა გზა მე გამიკვალა. მისი თანადგომისა და რჩევის გარეშე, ვერაფერს მოვახერხებდი.


კომენტარები


ეტალონი

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

სიახლეები

„საკვებს აღენიშნებოდა მძაფრი, უსიამოვნო სუნი... გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობა“

გილოცავთ ბარბარობას! ლოცვა, რომელიც ყველა მორწმუნემ უნდა წარმოთქვას

„თუ სახელმძღვანელო არ იქნება ხარისხიანი, არანაირ რეფორმას აზრი არ აქვს!“

„შევიმუშაოთ აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული სქემა და საბოლოოდ ამ ადამიანებს დავარქვათ „პედაგოგები“ - ისინი ამ სტატუსს იმსახურებენ“...

ხელფასები 214 ლარით გაიზარდა - ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა იმუშავეს სხვადასხვა აქტივობაზე

ღონისძიებისას ბავშვებმა ისაუბრეს ბარბარობის ისტორიულ და რელიგიურ მნიშვნელობაზე

ღონისძიებას ორგანიზება პედაგოგებმა - ლორიტა ჭაავამ და ქეთინო კუტალიამ გაუწიეს

საინტერესო

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

გავრცელებული შეხედულებით ცაციაობა დაკავშრებულია არასტანდარტულ აზროვნებასთან - თქვენც ასე ფიქრობთ?

სიახლეები
საზოგადოება