| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულარის საჯარო სკოლაში, სასკოლო მზაობის ცენტრი გაიხსნა, რომელშიც 21 აღსაზრდელი ისწავლის.
აღსანიშნავია, რომ პირველი ოქტომბრიდან, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ჯამში 8 სასკოლო მზაობის, ბილინგვურმა ჯგუფმა დაიწყო ფუნქციონირება.
აღნიშნული სასკოლო მზაობის ცენტრები პროექტის -„ბავშვის განვითარება, უსაფრთხოება და კეთილდღეობა, სკოლამდელი აღზრდის მომსახურების ხარისხის დივერსიფიკაცია და გაუმჯობესება მარნეულის მუნიციპალიტეტში“, ფარგლებში ფუნქციონირებს, რომელიც დაფინანსებულია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ.
სოფელ ყულარში, სასკოლო მზაობის ჯგუფი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა, კენან ომაროვმა, საქართველოს პარლამენტის წევრმა, ზაურ დარგალმა, მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარემ, ამირან გიორგაძემ, პოლონეთის საელჩოს და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, ასევე მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის და მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა პირებმა გახსნეს.
პროექტის პარტნიორები არიან: მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ბაგა-ბაღების გაერთიანება, ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელი და პოლონური ორგანიზაცია „ედუკატორი“.
იხილეთ ფოტოები:
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას