სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

განათლების 13 მინისტრიდან უმრავლესობა იურისტია, ნაწილი ფილოსოფოსი და გვყავს ნამინისტრალი ინჟინერ-ჰიდრომშენებელიც
08-10-2024
-
+


მიმდინარე წელის 2 ოქტომბერს განათლების მინისტრად ალექსანდრე წულაძე დაინიშნა, რომელმაც დაახლოებით ერთი წლის წინ დანიშნული გიორგი ამილახვარი ჩაანაცვლა. ახალი მინისტრი პროფესიით სამართალმცოდნეა, ისევე როგორც მისი წინამორბედი. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, თვალი გადაგვევლო ყოფილი მინისტრების პროფესიებისთვისაც.

ალექსანდრე (კახა) ლომაია, სამინისტროს 2004-2007 წლებში ხელმძღვანელობდა. მან 1985 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-ჰიდრომშენებლის სპეციალობით, ხოლო 1992 წელს — მოსკოვის საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტის ასპირანტურა და არის ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი.

2008 წელს განათლების მინისტრი მაია მიმინოშვილი გახლდათ, რომელსაც დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი, ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ასპირანტურა.

გიორგი (გია) ნოდია სისტემას 2008 წელს ედგა სათავეში. არის პოლიტოლოგი, მეცნიერი, პედაგოგი, პოლიტიკოსი და ფილოსოფოსი. დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფილოსოფიის სპეციალობით. 1982 წელს კი დაიცვა დისერტაცია და გახდა ფილოსოფიის მეცნიერებათა კანდიდატი.

2008-2009 წლებში განათლების მინისტრი ნიკა გვარამია იყო, რომელსაც დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

იურიდიული განათლება აქვს დიმიტრი შაშკინსაც, რომელიც სასჯელაღსრულების მინისტრობიდან „დაპორტირდა“ და განათლების სამინისტროს 2009-2012 წლებში ხელმძღვანელობდა - შაშკინი სწავლობდა არისტოტელეს სახელობის ქართულ-ბერძნულ უნივერსიტეტში საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტზე. 1993 წელს კი ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე.

განათლების მინისტრი გახლდათ ხატია დეკანოიძეც 2012 წელს და მას დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით.

გიორგი მარგველაშვილი განათლების სამინისტროს  სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. აქვს პედაგოგის სერტიფიკატი. ასე სწავლობდა ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში (Central European University), დიპლომის შემდგომ კურსზე სოციოლოგიაში იყო თბილისის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის ლექტორი ფილოსოფიასა და კულტურაში. აქვს დოქტორის ხარისხი ფილოსოფიაში.

2012-2013 წლებში განათლების სამინისტროს თამარ სანიკიძე ხელმძღვანელობდა, რომელსაც დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ინგლისური ენისა და ლიტერატურის სპეციალობით. ასევე მიიღო საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში მიიღო მაგისტრის ხარისხი სახელმწიფო მმართველობაში.

ალექსანდრე ჯეჯელავა განათლების მინისტრი გახლდათ 2013-2016 წლებში. მას დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სპეციალობით — გამოყენებითი მათემატიკა, კომპიუტერული მეცნიერებები. აქვს მაგისტრის ხარისხი ზოგადი მართვის მიმართულებით — ბიზნესის სკოლა (ESM) — თბილისი. სწავლობდა ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში, სადაც მოიპოვა მაგისტრის ხარისხი პროექტების მართვის მიმართულებით.

მიხეილ ჩხენკელი კი განათლების სამინისტროს 2016-2017 წლებში ედგა სათავეში; მას დამთვრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი, იყო მუსხელიშვილის სახელობის სტიპენდიატი. მოგვიანებით სწავლა განაგრძო პენსილვანიის უნივერსიტეტში, სადაც მას მათემატიკის დოქტორის სამეცნიერო ხარისხი მიენიჭა და 20 წლის განმავლობაში ასწავლიდა ამერიკის შეერთებული შტატების წამყვან უნივერსიტეტებში.

რაც შეეხება მიხეილ ბატიაშვილს, რომელიც განათლების მინისტრი 2018-2019 წლებში იყო, მას დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტი.

2019 წლიდან 2023 წლამდე განათლების სამინისტროში ჩხენკელის მეორედ მოსვლის პერიოდი დადგა, ხოლო 2023-2024 წლებში სისტემას გიორგი ამილახვარი ხელმძღვანელობდა - პროფესიით იურისტი, რომელსაც დამთავრებული აქვს თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (სამართალმცოდნეობა); მაქს-პლანკის საერთაშორისო კერძო და შედარებითი სამართლის კვლევით ინსტიტუტში გადიოდა კვლევით სტაჟირებას (ჰამბურგი, გერმანია) და არის ასოცირებული პროფესორი სამართალში.

სავარაუდოდ ამილახვარის კურსელი გახლავთ ალექსანდრე წულაძე, რომელსაც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი აქვს დამთავრებული და არის სამართლის დოქტორი.

ასეთი საგანმანათლებლო ბექგრაუნდი აქვს განათლების 13 მინისტრს, რომელთაგან უმრავლესობა იურისტია, ნაწილი ფილოსოფოსი ან პოლიტიკოსი, გვყავს ნამინისტრალი ინჟინერ-ჰიდრომშენებელიც, მაგრამ მათ შორის არც ერთი არ არის განათლების სფეროს მკვლევარი.

იხილეთ ასევე: 14 წელიწადში 11 მინისტრი - რა რეფორმები გატარდა განათლების სისტემაში



კომენტარები


ეტალონი

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რა ვადა აქვთ მასწავლებელბს მოსწავლის შეფასების და დასწრების მონაცემის შესაცვლელად 

რა თახნის გადახდა მოუწევს სკოლას დაწყებითი, საბაზაო და საშუალო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის დამატებისათვის

„ენობრივი მახეები“: 17 შეცდომა, რომლებსაც გაუცნობიერებლად ვუშვებთ 

პიროვნება

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

„ჩვენს მოსწავლეებს არ სჭირდებათ რეპეტიტორები - სკოლაში შექმნილია ყველა პირობა, რათა მათ სრულფასოვანი განათლება მიიღონ“...

ცხოვრების ახალი ეტაპის მოლოდინი თუ ამაგდარ პედაგოგებთან განშორების სევდა ერთმანეთს ერწყმის და კეთილ სურვილებსა და მადლიერების გრძნობაში ერთიანდება

მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ, რომ ჩვენი უპირობო მხარდაჭერისა და სიყვარულის იმედი მუდამ შეუძლიათ ჰქონდეთ

სკოლები
 „კონკურსმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ სწავლა შეიძლება იყოს ერთდროულად შემეცნებითი, მხიარული და ემოციებით სავსე“
 

წლების განმავლობაში ნაშენები მეგობრობა სიყვარულის დღესასწაულად გადაიქცა

სასკოლო საზოგადოებამ ახალგაზრდებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცა

 „ბავშვებო თქვენ ჩვენი მომავალი ხართ“

სკოლაში დაბრუნებულ გოგონათა გუნდს საზეიმოდ დახვდნენ სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები
 
საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება