სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

როგორ დაამეგობროთ პირველკასელები ერთმანეთთან - 3 სასკოლო თამაში
05-10-2024
-
+


სასწავლო წელი რამდენიმე კვირაა განახლდა, მოსწავლეები საკლასო ოთახებს დაუბრუნდნენ, პირველკლასელები კი წიგნიერების დიდი სამყაროში პირველ ნაბიჯებს დგამენ, ცდილობენ სკოლაში ადაპტირებას და კლასელებთან საერთო ენის გამონახვას - ეს საკმაოდ რთული პროცესია მათთვის, დასაძლევად კი, მთავარ როლს პედაგოგები თამაშობენ. 

პირველ კლასში კლასელებს ერთმანეთის გაცნობა უწევთ, იმისთვის, რომ ისინი დამეგობრდნენ და ერთ გუნდად შეიკრან მასწავლებელმა საინტერესო აქტივობები უნდა შესთავაზონ, უნდა ეცადონ მათ დამეგობრებას და თითოეული მოსწავლისთვის ისეთი გარემოს შექმნას, რომ თავს კომფორტულად გრძნობდნენ. 

სწორედ ამი მიზნით, დღეს შემოგთავაზებთ 3 სასკოლო თამაშს, რომლებითაც მოსწავლეები უკეთ გაიცნობენ ერთმანეთს და კლასში მეტად მეგობრული გარემო შეიქმნება. 

პირველი თამაშია - „მოგვიყევი გვერდით მჯდომზე“

მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს 3 წუთს იმისთვის, რომ გვერდით მჯომს გაეცნონ, მოუყვნენ მათ შესახებ, გაუზიარონ სახელი და გვარი, დაბადების დღე, საყვარელი ფერი, საყვარელი სპორტი და ა.შ.  მას შემდეგ, რაც მოსწავლეები მოისმენენ გვერდით მჯდომი კლასელის შესახებ, პედაგოგი თითოეულ მოსწავლეს სთხოვს კლასს გააცნოს გვერდით მჯდომი კლასელი და გაუზიაროს ის, რაც მისგან მოისმინა. 

მეორე თამაშია - „გამოიცანი სიმართლე ჩემს შესახებ“ 

მას შემდეგ, რაც ყველა მოსწავლე გააცნობს კლასს გვერდით მჯდომს, იწყება ახალი გამოწვევა, სადაც მასწავლებლის ფანტაზიაა საჭირო. მოსწავლეებთან ერთად პედაგოგმაც შეიტყო თითოეული მოსწავლის შესახებ, მან ერთი მოსწავლე უნდა წარადგინოს კლასის წინაშე და მის შესახებ თქვას 2 სიმართლე და ერთი „ტყუილი“, მაგალითად: თუ მოსწავლის საყვარელი ფერია მწვანე, პედაგოგმა დაასახელოს წითელი, კლასი კი უნდა მიხვდეს ამ 3 ფაქტიდან, რომელია სიმართლე და რომელია ტყუილი.

და ბოლოს, მესამე თამაშია - „დამახასიათე“ 

თუ წინა ორი თამაში წარმატებით ითამაშეს მოსწავლეებმა, მაშინ გარკვეულ წილად უნდა იცნობდნენ კლასელებს. მასწავლებელმა უნდა სთხოვოს მოსწავლეებს თითო წინადადებით დაახასიათონ კლასელები და გაიხსენონ რა უყვართ, როდის აქვთ დაბადების დღე და ა.შ. 



კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ეროვნული სასწავლო გეგმით, სკოლებში სავალდებულო საგანი დაემატა - მინისტრის ბრძანება ძალაშია

შერჩეულ პედაგოგებს ხელფასს მასწავლებლის სახლიც გადაუხდის და სკოლაც - განაცხადის ვადები და დეტალები 

თითო მოდული 10-12 მოსწავლესა და ერთ მასწავლებელზე უნდა იყოს გათვლილი - ცნობილია, ვინ ააწყობს სკოლებს

პიროვნება

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

სკოლები

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

„ჩოლურის საჯარო სკოლა დიდი სიყვარულით და სიხარულით ულოცავს ქალბატონ ინგა ონიანს ამ წარმატებას“
 
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება