სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მარაბდის საჯარო სკოლაში სპორტულ-გასართობი ღონისძიება გაიმართა
01-10-2024
-
+


9 ძმა ხერხეულიძის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მარაბდის საჯარო სკოლაში არაერთი სპორტული ღონისძიება იმართება, რაც მოსწავლეები ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ემსახურება. 

ახლახან, მარაბდის საჯარო სკოლაში სპორტულ-გასართობი თამაშის - „მხიარული სტარტების“ მორიგი თამაში ჩატარდა.

ღონისძიებას პედაგოგი მარინა კვანჭიანი ხელმძღვანელობდა. მე-4, მე-5, მე- 6 კლასის მოსწავლეები სხვადასხვა სპორტულ თამაშებში ჩაერთნენ. 

სკოლაში გვეუბნებიან, რომ ღონისძიების მთავარი მიზანია ის, რომ მოხდეს ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა და პოპულარიზაცია და აქვე აღნიშნავენ, რომ ყველა მოსწავლეს განვითარებული აქვს სპორტული უნარები და არის დისციპლინირებული. 

„მოსწავლეები არდადეგების შემდგომ მონატრებულები იყვნენ მსგავსი სახის ღონისძიებებში ჩართვას, „მხიარული სტარტების“ ჩატარებას დადებითი განწყობით შეხვდნენ და ყველა აქტივობის შესრულებას წარმატებით გაართვეს თავი. იგრძნობოდა მხიარული და მეგობრული განწყობა“,- გვეუბნებიან სკოლაში.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის ექიმი - მარეხი ტაველიშვილი და სპორტის პედაგოგი - თეა კვანჭიანი.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - დეტალები

იანვრიდან სკოლისა და ბაღის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება - 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი ცნობილია

ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლე- ახალგაზრდებში ქართული კინოს პოპულარიზაციას

სკოლის დირექტორმა, ნინო ღლონტმა მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განახლება დიდი სიყვარულით მიულოცა

სასკოლო საზოგადოების გულთბილმა დახვედრამ მოსწავლეებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება