სიახლეები
ყველაზე პოპულარული
რჩევები

კონკრეტული რეკომენდაციები ექსკურსიების დროს გზებზე ბავშვების უსაფრთხოების დასაცავად
11-06-2018
-
+


ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა და მსხვერპლმა საექსკურსიო გზაზე, გადაადგილებისას ბავშვების უსაფრთხოების თემა მეტად მტკივნეული და საყურადღებო გახადა. 

„საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარემ, ეკა ლალიაშვილმა „იმედის დილაში“ აქტუალურ თემებზე ისაუბრა და გზებზე ბავშვების უსაფრთხოების დასაცავად გარკვეული რეკომენდაციები გასცა:


  • ექსკურსიაზე წასვლამდე და ნებისმიერი გადაადგილებისას, უნდა შემოწმდეს რამდენადაა სატრანსპორტო საშუალება გამართული.
ასევე, მანქანაში სიჩქარის შემაკავებელი მოწყობილობა უნდა არსებობდეს, რომლის მეშვეობითაც, მძღოლი ფიზიკურად ვერ ივლის სწრაფად.

მნიშვნელოვანია ტახოგრაფის გამოყენება, ესაა მოწყობილობა, რომელიც მძღოლის მოძრაობისა და დასვენების რეჟიმს ასახავს.

  • ტრანსპორტს პროფესიონალი, დასვენებული მძღოლი უნდა მართავდეს. 

საერთაშორისო სტანდარტებით, 9 საათზე მეტი არ უნდა იმუშაოს მძღოლმა, ყოველ 4,5 საათში უნდა შეისვენოს 45 წუთის განმავლობაში.

მძღოლის გასვლამდე შემოწმებული უნდა იყოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ხომ არ არის ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ და სხვა.

  • უსაფრთხო გადაადგილებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ტრანსპორტი არ იყოს გადატვირთული, მგზავრები მხოლოდ განსაზღვრულ ადგილებზე ისხდნენ, დამატებითი სკამებისა და ფეხზე დგომის გარეშე. აუცილებელია ღვედის გამოყენება.

ეკა ლალიაშვილის თქმით, არსებული ვითარება დაფრთხობისა და ექსკურსიების გაუქმების მიზეზი არ უნდა გახდეს, პირიქით, საჭიროა, მშობლები მეტად დაინტერესდნენ უსაფრთხო გადაადგილების საკითხით და დასვან რაც შეიძლება მეტი კითხვა სატრანსპორტო საშუალების გამართულობასა და მძღოლის კომპეტენციაზე.

„საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარის განმარტებით, პრობლემის გადაჭრა კომპლექსური მიდგომით უნდა მოხდეს, იმდენად, რამდენადაც, მგზავრთა უსაფრთხო გადაყვანაზე ეკონომიკის სამინისტროა პასუხიმგებელი, მოსწავლეების ინტერესებიდან გამომდინარე, პროცესში განათლების სამინისტრო უნდა ჩერთოს, რომ სკოლის ავტობუსების საკითხი მოწესრიგდეს. ასევე აუცილებელია შსს-ს აქტივობა, რომელიც ამ ყველაფერს დაარეგულირებს.

ასევე იხილეთ:

საგზაო - სატრანსპორტო შემთხვევებისას 25 წლამდე 72 ახალგაზრდა დაიღუპა და 2 578 დაშავდა


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება 

ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მიღებისთვის აბიტურიენტებს 1000 ლარით დააჯილდოებენ - დადგენილება თერჯოლის საკრებულომ მიიღო

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება