სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ოქროსა და ვერცხლის მედალოსანთა სია სექტემბერში გამოქვეყნდება - როდის მიიღებენ კუთვნილ ჯილდოებს 2023-2024 სასწავლო წლის კურსდამთავრებულები
09-09-2024
-
+


2023-2024 სასწავლო წლის ოქროსა და ვერცხლის მედალოსანთა სია ცნობილი ჯერ კიდევ არ არის. მართალია, ნიშნები დაწერილია, თუმცა საჯარო სკოლების მიერ გადაგზავნილ მონაცემები სამინისტროს ჯერ არ დაუმოწმებია.  

როდის ეცოდინებათ კურსდამთავრებულებს, მიიღებენ თუ არა მედლებს და ზოგადად, როდის მიიღებენ დამსახურებულ მედლის? - ამ კითხვით არაერთმა ახალგაზრდამ მოგვმართა, ამიტომ საკითხი განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში დავაზუსტეთ. ამილახვარის უწყებაში განგვიცხადეს, რომ ოქროსა და ვერცხლის მედალოსანთა სიები ცნობილი სექტემბერში იქნება. 

რაც შეეხება, მედლების გადაცემის თარიღს აქ საკითხი უფრო რთულად დგას... უკვე ტრადიციად იქცა ის ფაქტი, რომ მედალოსანი კურსდამთავრებულები 2-3 და 4 წელიც კი ელოდებიან განათლების სამინისტროს მიერ ტენდერების შესყიდვასა და მათთვის მედლების გადაცემას.  უწყების პასუხიდან გამომდინარე რთულია იმის თქმა, ტრადიცია დაირღვევა თუ არა, „ტენდერი მას შემდეგ გამოცხადდება, როცა სია გახდება ცნობილი, თუმცა კონკრეტული ვადები ამ ეტაპზე უცნობია". 

etaloni.ge აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციას პერიოდულად აუცილებლად განაახლებს და სიებსაც მისი გამოქვეყნებისთანავე შემოგთავაზებთ, მანამდე  შეგახსენებთ, რომ ოქროსა და ვერცხლის მედლების გაცემა ხდება მესამე საფეხურის ( მე-10, მე-11, მე-12 კლასი) თითოეული საგნის წლიური ნიშნის გათვალისწინებით; ოქროსა და ვერცხლის მედლების გაანგარიშებისას მხედველობაში არ მიიღება მოსწავლის შეფასება ტრიმესტრების მიხედვით.

ოქროს მედალს ის მოსწავლე მიიღებს, რომლის ყველა საგნის თითოეული წლის ნიშანი მესამე საფეხურზე არის დამრგვალებული 10.

ვერცხლის მედალი კი იმ მოსწავლეს გადაეცემა, რომლის ყველა საგნის თითოეული წლის დამრგვალებული ნიშნების საშუალო არითმეტიკული მესამე საფეხურზე არის 9.8 დან - 10 მდე.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება