| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში ახალგაზრდათა განვითარებაზე, მოტივირებასა და განათლებაზე პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი, დირექციასთან ერთად, ზრუნავს.
სწორედ მათი და კურსდამთავრებულების ერთობლივი შრომის შედეგია ის, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტებმა მაღალი ქულები მოიპოვეს. როგორც სკოლის დირექტორი - ნინო ვარდოსანიძე etaloni.ge-სთან ამბობს, აღნიშნული ახალგაზრდები სკოლაშიც ძალიან კარგი მოსწავლეები იყვნენ.
„ამ ბავშვებისგან მაღალი ქულების მოლოდინი მართლაც მქონდა, რადგან სკოლაშიც 12 წელი ბრწყინვალე მოსწავლეები იყვნენ. განსაკუთრებით ნია მესხი, რომელმაც 3 ურთულეს საგანში მაქსიმალური ქულები დადო. კურსდამთავრებულებს ძალიან მაღალი შედეგები ინგლისურში აქვთ, რაც ნამდვილად ძალიან გასახარია. მსურს, მათ მივულოცო და წარმატებები ვუსურვო.
2023-2024 სასწავლო წლის კურსდამთავრებულთაგან, მხოლოდ 2 არ გავიდა ეროვნულ გამოცდებზე, რადგან საზღვარგარეთ მიდიან. დანარჩებენმა, ვინც გამოცდა დაწერეს, ყველამ ჩააბარა და საშუალო ან მაღალი ქულები აქვთ. ველოდებით ჩარიცხვებს“,- ამბობს სკოლის დირექტორი ნინო ვარდოსანიძე.
რაც შეეხება აბიტურიენტთა ქულებს, შემდეგია:
ნია მესხი: ქართულში 60-დან 60, ინგლისურში 70-დან 70, ქიმიაში 63-დან 63, ბიოლოგიაში 70-დან 61 ქულა მიიღო.
ბარბარე ბიბილეიშვილს ისტორიაში 60-დან 51 ქულა აქვს.
რაც შეეხება ინგლისურ ენას, მაქსიმალური 70 ქულიდან, ზურა ქართველიშვილმა - 69, ლუკა სარალიძემ - 68, ქეთი ბექელაძემ - 66, ხოლო ანა ლომიძემ - 63 ქულა მოიპოვეს.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
რომელ რეგიონში რამდენი მანდატურის ვაკანსია გამოცხადდა - ჩამონათვალი
15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
პატარებს სკოლის დირექტორმა, რუბენ ვარდანიანმა კუთვნილი კომპიუტერები საზეიმოდ გადასცა