სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მუხრანას საჯარო სკოლის აბიტურიენტებმა ზოგადი უნარების გამოცდა წარმატებით ჩააბარეს
08-08-2024
-
+


ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანას საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ეროვნული გამოცდები წარმატებით დაასრულეს.

აღსანიშნავია, რომ 2023-2024 სასწავლო წელს სკოლას სულ 26 კურსდამთავრებული ჰყავდა, მათგან 16 აბიტურიენტი. აბიტურიენტთა უმრავლესობამ - 13-მა კურსდამთავრებულმა ზოგადი უნარების გამოცდას თავი წარმატებით გაართვა. სკოლაში იმედოვნებენ, რომ ისინი ასეთივე წარმატებით გაივლიან ქართული ენის მომზადების ერთწლიან 1+4 პროგრამას.

„სკოლა ბოლო წლებში წარმატებებს აღწევს, ყოველ წელს ჰყავს აბიტურიენტები და მათი უმრავლესობა სტუდენტი ხდება. ეს ყოველივე სწორი ხედვისა და პედაგოგიური კოლექტივის თავდაუზოგავი შრომის შედეგია“,- ამბობენ სკოლაში. 

რაც შეეხება კონკრეტულად აბიტურიენტთა ქულებს, მათ შემდეგი შედეგია:

  • ჯოხვარ რაგიმოვა - 70 ქულა;
  • თაიფუნ ნოვრუზოვი - 65 ქულა;
  • ისახან სულეიმანოვი - 62 ქულა;
  • გიუნელ იუსუბოვა - 60 ქულა;
  • ჯავიდ მამედოვი - 56 ქულა;
  • გიუნელ სადიევა - 54 ქულა;
  • მურად აბბასოვი - 52 ქულა;
  • რამიქ მამედოვი - 47 ქულა;
  • ნარგიზ მამედოვა - 44 ქულა;
  • ასიფ ალიევი - 43 ქულა;
  • ნიძათ ალიევი - 42 ქულა;
  • ულვია მამედოვა - 41 ქულა;
  • პუნარ ისმაილოვა - 33 ქულა.

1+4 პროგრამა ითვალისწინებს ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარებას სომხურ აზერბაიჯანულ, აფხაზურ, ოსურ ენებზე და სათანადო ქულების დაგროვების შემთხვევაში უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას. ახალგაზრდები 1 წლის განმავლობაში გადიან ქართულ ენაში მომზადების კურსს და შემდგომ 60 კრედიტის დაგროვების შემთხვევაში აგრძელებენ სწავლას მათთვის სასურველ ფაკულტეტზე.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება 

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება