| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

„ეიბიჯიეს აკადემიაში“ მუდამ მნიშვნელოვანი კურსები მიმდინარეობს.
აკადემიის სავიზიტო ბარათი „დამწყებ ტრენერთა ტრენინგია“, რომელიც როგორც კურსის მენტორი ანა ბუცხრიკიძე გვეუბნება მომავალ ტრენერებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება, სტაჟირების სახით, რომელსაც, ასევე, „ეიბიჯიეს აკადემიაში“ გაივლიან და აკადემიაშივე დასაქმდებიან სურვილის შემთხვევაში.
„დამწყებ ტრენერთა ტრენინგის“ მეშვიდე ნაკადის კიდევ ერთ წარმატებული მონაწილე მეთოდისტი ნინო კვაჭაძეა, რომელმაც კურსის ფარგლებში ყველა დავალებას წარმატებით გაართვა თავი და ახლა მსმენელს მნიშვნელოვან კურსებს ჰპირდება.
პირველი თემა, რომელსაც ნინო ფართო აუდიტორიასთან ჩაატარებს არის - „ადრეული განათლების მეთოდოლოგია“. შეხვედრა მნიშვნელოვანი და საინტერესო იქნება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში დასაქმებული პირებისთვის და მათთვის ვინც აპირებს დასაქმებას. ჩატარების თარიღს აკადემია აგვისტოს თვეში დააანონსებს და მსურველებს უფასოდ დასწრების შესაძლებლობა ექნებათ.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა