| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ისტორიის ბოლო ვარიანტის გამოცდიდან აბიტურიენტები უკვე გამოვიდნენ. აპლიკანტები ჩვენთან საუბრისას ისტორიის ტესტში შესულ ცვლილებებს დადებითად აფასებენ და აღნიშნავენ, რომ გამოცდა რთული სულაც არ იყო.
„ძალიან მარტივი იყო, წინა წლებთან შედარებით, ცვლილებებიც პირიქით ჩემთვის უფრო დადებითი იყო, ქრონოლოგია მიჭირდა და ეგ, რომ არ იყო ძალიან კარგია. წყარო ერეკლე მეორეზე იყო, 1771 წელი. აღწერა იყო გერმანელი ისტორიკოსის, ლეკებიც ფიგურურებდა. რუკა თამარ მეფის პერიოდზე იყო. ანალოგიები კარლოს დიდზე იყო, კითხვა - ვინ ეკურთხა მსგავსად მე-10 საუკუნეში“;
„კარლოს დიდი რომ იმპერატორი გახდა, მაგაზე იყო ანალიზი. წყარო -1773 წელს მკვლევარი იყო ჩამოსული საქართველოში და როგორ აღწერდა გარემოს. ტესტები ძალიან მარტივი მომეჩვენა, რუკაც ნორმალური სირთულის იყო. ვინც იცის მარტივად დაწერდა ყველაფერს. 10-დან 7-ს დავუწერდი ტესტს სირთულის თვალსაზრისით“;
„ანალოგიები შეეხებოდა კარლოს დიდს, კერძოდ იმ პერიოდს, როცა იმპერატორი გახდა. ილუსტრაციები საერთოდ არ ყოფილა. ტესტურ ნაწილში საქართველოს ისტორიიდან სულ რამდენიმე კითხვა იყო. რუკას ვერ ვიტყვი, რომ მარტივი იყო, მაგრამ არც რთული ყოფილა. რაც შეეხება წყაროს, 1773 წელს, საქართველოში ჩამოსული მკვლევარის კვლევასთან დაკავშირებით იყო კარგად სამსჯელო თემა იყო და ფაქტობრივ ცოდნას თითქმის არ მოითხოვდა, ყველა პასუხი იყო ტექსტში. საბოლოო ჯამში, რთული არ იყო, თუ მინიმალურ დონეზე მაინც იცი ისტორია, მოახერხებდი, რომ ქულები მოგეგროვებინა“.
„თამარ მეფის პერიოდზე იყო რუკა. შემოსახაზებიც არ გამირთულდა. კარლოს დიდის იმპერატორად გახდომას ეხებოდა ანალოგიები. ზუსტად სხვა საკითხები არ მახსოვს. ილუსტრაციები საერთოდ არ შემხვედრია. ძალიან მეშინოდა ისტორიის გამოცდის, მაგრამ მგონი ნორმალურად დავწერე, ვნახოთ“.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ
მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა