| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხისის საჯარო სკოლას დირექტორი მაყვალა გელაშვილი წარმატებით უძღვება. აღნიშნავს, რომ წარმატება შრომით მიიღწევა, სკოლის სტრატეგიული მიზნისთვის კი ძალ-ღონეს არ იშურებს. მოსწავლეებს აძლევს თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს და მოწოდებულია ერუდირებული და ღირსეული მოქალაქეები აღზარდოს.
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მოხისის საჯარო სკოლის დირექტორი მაყვალა გელაშვილი პასუხობს.
- სკოლის წარმატება ნიშნავს...
- ყველა სკოლას განსხვავებულ პირობებში, განსხვავებული რესურსთ და ინფრასტრუქტურით გვიწევს საქმიანობა, ამიტომ ერთნაირად წარმატებული ვერ ვიქნებით, მაგრამ თუ სკოლა აღწევს თავის სტრატეგიულ მიზანს, მაშინ ეს მის წარმატებაზე მეტყველებს.
- დარიგება, რომელიც ყოველთვის მემახსოვრება...
- კონკრეტული საქმიანობისას ყოველთვის მახსენდება ბრძნული გამონათქვამები, რომელიც მრავალჯერ ნანახის, განცდილის და მიღებული შედეგის შემდეგ თქვეს ბრძენმა ადამიანებმა და თაობიდან თაობას გადაეცემა. მთავარია სიტუაციის შესაბამისად გამოიყენო „მუჭაანახევარას“ რომ არ დაემსგავსო.
- აბიტურიენტებს ვურჩევდი...
- აირჩიონ საკუთარ შესაძლებლობებზე და ინტერესებზე მორგებული პროფესია, მხოლოდ ბარიერის გადალახვაძე ნუ იფიქრებენ, იფიქრონ რომ მათ წინ ცხოვრებისეული რთული გამოცდები აქვთ გადასალახი და მომზადებული შეხვდნენ სირთულეებს, რაც შრომით მიიღწევა.
- ახალი თაობისთვის მნიშვნელოვანია...
- სწორი ხედვა და პროფესიონალიზმი.
- მოსწავლის სიყვარული ნიშნავს...
- მისცე მოსწავლეს შენი შესაძლებლობის მაქსიმუმი.
- წიგნი რომლის წაკითხვასაც ვურჩევდი მოსწავლეებს ზაფხულში...
- წაიკითხონ ყველაფერი რაც მათ ინტერესებშია, მოუსმინონ შემფასებელს და წინააღმდეგობის შემთხვევაში არგუმენტებით ედაონ.
- საკუთარ თავს ვუსურვებდი...
- არ დავკარგო ხალხის ნდობა და პატივისცემა.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა