TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„მოსწავლის სიყვარული ნიშნავს თითოეულის საჭიროებებზე ზრუნვასა და მხარდაჭერას“ - მზევინარ მუთიძე, ქედქედის საჯარო სკოლის დირექტორ​ი
11-07-2024
-
+


ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქედქედის საჯარო სკოლის დირექტორ მზევინარ მუთიძისთვის სკოლის წარმატება ძლიერ სასკოლო საზოგადოებას ნიშნავს. მოსწავლე-მასწავლებელთა აქტიური მხარდამჭერი, სკოლის კეთილდღეობაზე აქტიურად ზრუნავს. როგორც თავად აღნიშნავს „გონიერი თაობა ქმნის ჩვენი ქვეყნის ნათელ მომავალს“- ამიტომ მოწოდებულია ქვეყანას განათლებული, ერუდირებული და ინტელექტუალური თაობა აღუზარდოს. 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქედქედის საჯარო სკოლის დირექტორ მზევინარ მუთიძე პასუხობს.

- სკოლის წარმატება ნიშნავს...

- ძლიერ სასკოლო საზოგადოებას, კოლაბორაციას, მშობელთა აქტიურ ჩართულობას სასკოლო ცხოვრებაში, მოსწავლეთა აკადემიურ მიღწევებსა და მასწავლებელთა წარმატებებს.

- დარიგება, რომელიც ყოველთვის მემახსოვრება...

- ნუ შეგეშინდება წარუმატებლობის. ხშირად ის უკეთესი გაკვეთილია, ვიდრე წარმატება.

- აბიტურიენტებს ვურჩევდი...

- პირველ რიგში ვურჩევდი პროფესიის არჩევისას გაითვალისწინონ საკუთრი მისწრაფებები, სურვილები და შესაძლებლობები. თუ მათ არ სურთ რომელიმე პროფესია, არ აირჩიონ იგი მხოლოდ იმიტომ, რომ ოჯახის წევრის ან მეგობრის სურვილია. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია მოსწავლე  ფლობდეს სწავლის ეფექტური სტრატეგიების გამოყენებას და დროის სწორ მენეჯმენტს.

- ახალი თაობისთვის მნიშვნელოვანია...

- ახალი თაობისათვის მნიშვნელოვანი ძირითადი ფაქტორებია: ციფრული ხელსაწყოებისა და ტექნოლოგიების გამოყენების კომპეტენცია, გარემოს მდგრადობა, ადვოკატირება, ინკლუზიურობა. ასევე გლობალური მოქალაქეობა და მრავალფეროვანი კულტურის დაფასება.

- მოსწავლის სიყვარული ნიშნავს..

- პოზიტიურ ურთიერთობებს, თითოეული მოსწავლის საჭიროებებზე ზრუნვას და მხარდაჭერას, მათ  მიმართ ენთუზიაზმს.

- წიგნი რომლის წაკითხვასაც ვურჩევდი მოსწავლეებს ზაფხულში...

- კლასგარეშე ლიტერატურის კითხვა მოსწავლეებს უვითარებს მაღალ სააზროვნო უნარებს: ანალიზის, სინთეზისა და შეფასების უნარებს. რაც უფრო ნაკითხია მოსწავლე, მით უფრო მრავალფეროვანია მისი წარმოსახვითი სამყარო. ვურჩევდი წაეკითხათ ალექსანდრე ყაზბეგის „მოძღვარი“,  პიტერ ბანზლის „მთვარის მედალიონი“, მარკუს ზუზაკის „წიგნის ქურდი“, აიზეკ აზიმოვის - „მე ვარ რობოტი“.

- საკუთარ თავს ვუსურვებდი...

- დადებითი წვლილი შევიტანო ჩემი მოსწავლეების პიროვნულ განვითარებასა და გლობალურ-მოქალაქეობრივი უნარ- ჩვევების ფორმირებაში. გონიერი თაობა ქმნის ჩვენი ქვეყნის ნათელ მომავალს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება