სიახლეები
სიახლეები

მესენჯერების სარგებელი: სწავლის პროცესისთვის საჭირო და მოსახერხებელი ფუნქციები
10-07-2024
-
+


ტექნოლოგიების საუკუნეში მესენჯერი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა; რაც უნდა ვიმსჯელოთ სოციალური ქსელების ავკარგიანობაზე ფაქტი ერთია - მესენჯერი არა მხოლოდ აადვილებს მეგობრებსა თუ ოჯახის წევრებთან კომუნიკაციას, არამედ გვთავაზობს ახალ შესაძლებლობებს სწავლისა და თვითგანვითარებისთვის.

შეგვიძლია, Rakuten Viber-ის საინტერესო ფუნქციების მაგალითზე განვიხილოთ, როგორ გავხადოთ სწავლის პროცესი სახალისო.

ჯგუფური ჩატი მთელი კლასისათვის

მესენჯერში შეგიძლიათ შექმნათ ჯგუფური ჩატი მთელი კლასისთვის ან მშობლებსა თუ მასწავლებელთან კომუნიკაციისთვის, რათა ოპერატიულად მიიღოთ საგანმანათლებლო პროცესთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია.

მაგალითად, სკოლის ცხრილში ცვლილებების შესატყობინებლად, მასწავლებელს აღარ სჭირდება კლასის დამრიგებელთან დარეკვა და თხოვნა, რომ ინფორმაცია გადასცეს ყველა მოსწავლეს - უბრალოდ, მან უნდა მიამაგროს მესიჯი ჩატის ზედა განყოფილებაში და ჯგუფის ნებისმიერი წევრი შეძლებს მიიღოს ინფორმაცია სრული მიმოწერის გადაკითხვის გარეშე. სხვათა შორის, ასეთი ჩატების კიდევ ერთი მოსახერხებელი ფუნქცია ისაა, რომ შეგიძლიათ გამოიყენოთ ისინი საჭირო ფაილებისა თუ სასწავლო მასალების პირადი კომპიუტერიდან გასაზიარებლად.

ასე რომ, Rakuten Viber-ის ჯგუფური ჩატების ზედა ნაწილში მნიშვნელოვანი ინფორმაციის ჩამაგრებით არ დაგჭირდებათ ათობით შეტყობინების გადახვევა საჭირო მონაცემების მოსაძებნად.

ონლაინ მშობელთა კრება

მშობელთა კრების ჩატარებას საკმაოდ დიდი დრო სჭირდება. ზოგჯერ კი, მოსწავლეებსაც უწევთ სკოლის შემდეგ დარჩენა, რათა, მაგალითად, განიხილონ მომავალი ექსკურსიის გეგმები ან მოემზადონ სხვადასხვა კონკურსისთვის - მესენჯერებში, ონლაინ რეჟიმში კი შესაძლებელია ჩატარდეს კლასის შეხვედრები, მშობელთა კრება და გაკვეთილებიც კი. Rakuten Viber გთავაზობთ ჯგუფური აუდიო და ვიდეო ზარების ორგანიზების შესაძლებლობას, რომლებიც არ არის შეზღუდული დროში და ხელმისაწვდომია როგორც სმარტფონზე, ასევე კომპიუტერშიც - თანაც, ერთდროულად რამდენიმე ათეული ადამიანისთვის.

სწრაფი გამოკითხვები და ქვიზები

იმისათვის, რომ გაიგოთ უმრავლესობის აზრი კონკრეტულ საკითხზე, უბრალოდ შექმენით გამოკითხვა Rakuten Viber-ის ჯგუფურ ჩატში და მიეცით ხმა. ფუნქცია გამოგადგებათ, მაგალითად, ექსკურსიის ადგილის ასარჩევად. ჩატში გამოკითხვის შესაქმნელად, შეტყობინებების ველის გვერდით განყოფილებაში, თქვენ უნდა დააჭიროთ დიაგრამის ხატულას, და შეიყვანოთ კითხვა-პასუხის პარამეტრები. ასეთი გამოკითხვები შესანიშნავი ინსტრუმენტია, რომელიც დროის დაზოგვაში დაგეხმარებათ.

ხოლო იმისათვის, რომ შეამოწმოთ მოსწავლეთა ცოდნა კონკრეტულ საკითხზე, ჯგუფურ ჩატში მასწავლებელს შეუძლია გააკეთოს გამოკითხვა ვიქტორინის რეჟიმში და დაამატოს კომუნიკაციას ინტერაქტიურობის კომპონენტი. მოსწავლეებს ეს ძალიან მოეწონებათ.

მონიშნეთ მთავარი

იმ შემთხვევებში, როდესაც გჭირდებათ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მონიშვნა კლასის ჯგუფურ ჩატში, როგორიცაა მშობელთა კრების თარიღი და დრო, შესაძლებელია ტექსტის ნაწილების გამორჩეული ფორმატირება, მკვეთრი, დახრილი, მონოშრიფტისა ან ხაზგასმული შრიფტების საშუალებით. ეს ჩატის მონაწილეებს უმნიშვნელოვანეს დეტალებზე ყურადღების გამახვილებას უადვილებს.

კლასის სტიკერების უნიკალური ნაკრები

დღეისთვის, ძნელი წარმოსადგენია მიმოწერა სახალისო ემოციების, გიფებისა და სტიკერების გარეშე. Rakuten Viber-ში მარტივად შეგიძლიათ შექმნათ მხიარული გიფები ან კლასის სტიკერების ნაკრები, რომლის გამოყენებაც კომუნიკაციას მეტად სახალისოს გახდის.

სტიკერების ნაკრები შეიძლება შედგებოდეს კლასის სასაცილო ფოტოებისგან ან შეიცავდეს სახალისო ფრაზებსა და სიტყვებს. სტიკერების ნაკრები შეგიძლიათ შექმნათ რამდენიმე წუთში: ნებისმიერ ჩატში თქვენ უნდა დააჭიროთ სტიკერის ხატულას, შემდეგ აირჩიოთ პლუსი და Create Sticker, ანუ „სტიკერის შექმნა“ ან სტიკერების მაღაზიაში დააწკაპუნეთ სტიკერების შექმნის ხატულაზე. შემდეგ აირჩიეთ ფოტოები თქვენი ტელეფონის გალერეიდან და გააფორმეთ ისინი ტექსტური ან გრაფიკული ეფექტებით. თანაც, ნებისმიერ დროს შეძლებთ კლასის სტიკერების ნაკრებში ახალი სტიკერების დამატებას.

თანამედროვე ბლოკნოტი  - My Notes

My Notes, იგივე „ჩემი შენიშვნები" არსებითად არის ჩატი საკუთარ თავთან. მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს ეს ფუნქცია მნიშვნელოვანი ინფორმაციის შესანახად, რომელიც უნდა, რომ ყოველთვის თან ჰქონდეს. შენიშვნებში შესაძლებელია ჩანაწერების გაკეთება, საშინაო დავალებაზე კომენტარების მონიშვნა,  წასაკითხი ლიტერატურის სიის ჩამოწერა და შეხსენებების დაყენება. თანაც, აქვეა ხელმისაწვდომი ყველა დასრულებული დავალების თუ წაკითხული წიგნის მონიშვნა, რათა მოსწავლეს, სწავლის პროცესში, არაფერი გამორჩეს. 

დღეს, მესენჯერი შესანიშნავი ინსტრუმენტია სწავლისთვის, რომელიც გვთავაზობს მოსახერხებელი და სასარგებლო ფუნქციების ფართო სპექტრს, რომელიც აკმაყოფილებს როგორც მოსწავლეების, ასევე მასწავლებლების მოთხოვნებს.


კომენტარები


ეტალონი

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

სიახლეები

წვიმა, თოვლი და ყინვა...  18 დეკემბრის ჩათვლით ამინდის პროგნოზი ცნობილია

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

დამატებითი სპეციალობები სკოლებსა და ბაღებში, ვისაც მეორე სამსახურში მუშაობის უფლება მიენიჭა

ცნობილია საბავშვო ბაღების სია, რომელთა შესახებაც სპეციალური საბჭო 15 დეკემბერს იმსჯელებს

უქმე დღეა თუ არა 17 დეკემბერი სკოლებისა და ბაღებისთვის? - პასუხი აქტუალურ კითხვაზე

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

დირექტორმა მოსწავლეებს გადასცა დამსახურებული სიგელები, გუნდის ხელმძღვანელებს კი მედლები

მოსწავლეებმა დაათვალიერეს პროფესიული სასწავლებლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა

ღონისძიებაში მონაწილეები დიდი მონდომებითა და ხალისით იყვნენ ჩართულნი

სკოლაში მოსწავლეებს წარმატებას ულოცავენ და ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ

მოსწავლეები ინგლისურ ენას საინტერესო და სახალისო აქტივობებით სწავლობენ

საინტერესო

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

გავრცელებული შეხედულებით ცაციაობა დაკავშრებულია არასტანდარტულ აზროვნებასთან - თქვენც ასე ფიქრობთ?

სიახლეები
საზოგადოება