| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

გარდაბნის მუნიციპალიტეტის, სოფელ ყარაჯალას საჯარო სკოლაში სპორტის პოპულარიზაციასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
ამას ადასტურებს ის პროექტები და აქტივობები, რომლებიც სასწავლო წლის განმავლობაში იამრთებოდა სკოლაში. აღსანიშნავია, რომ სკოლაში, 29 მაისს სტარტი აიღო პროექტმა - „პასიური სკოლის გააქტიურება“.
პროექტი მიზნად ისახავდა ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, სკოლის მოსწავლეთა გააქტიურებასა და ჩართვას სპორტულ აქტივობებში. პროექტი ქართული ენის პედაგოგის ლია მუკბანიანის ხელძღვანელობით განხორციელდა.
პროექტის ავტორი კი XI ა კლასის მოსწავლე ულვი სულეიმანოვი გახლდათ, საინიციატივო ჯგუფის წევრები: ჟალე საფაროვა, ნურჯან მეხტიევა, როია გაჯიევა იყვნენ. პროექტის პირველი ეტაპი, მხიარულ სტარტებს მოიცავდა, რომელშიც V-VII კლასების მოსწავლეები წარმატებით მონაწილეობდნენ.
მხიარულ სტარტებში გამარჯვება მოიპოვეს VI გ და VI ბ კლასების მოსწავლეებმა. სკოლაში მათ ამ ღირსეულ გამარჯვებას ულოცავენ და წარმატებებს უსურვებენ.
„მადლობას ვუხდით თითოეულ მონაწილეს, მონაწილეთა კლასების დამრიგებლებს, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართული პროექტის განხორციელებაში. დიდი მადლობა საუკეთესო ჟიურის. განსაკუთრებული მადლობა სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს - სევინჯ ალიევს თანადგომისთვის, ჩართულობისთვის, მონაწილეობისთვის. ასევე მადლობა არაჩვეულებრივ XI ა კლასს, თითოეულ ახალგაზრდას ვინც ხელი შეუწყო ამ სახალისო და საინტერესო პროექტის განხორციელებას.
ეს არის საუკეთესო მაგალითი გუნდურობის, თანამშრომლობისა და თანადგომისა! ჩვენ ერთი გუნდი ვართ! ბევრი ლამაზი და საინტერესო პროექტი ჩვენს სკოლას!“, - აღნიშნავენ სკოლაში.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სპეციალურ პროგრამაში განაცხადის გაკეთება 30 სექტემბრის ჩათვლით შეგიძლიათ
გამოცდა 3 სექტემბერს NAEC-ში ჩატარდება - ვის ეხება ინფორმაცია და რა უნდა გაითვალისწინონ აპლიკანტებმა
შვილებს უნდა ავუხსნათ, რომ თავისუფლება არ ნიშნავს სხვისი უფლების დარღვევას...
„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...
სკოლაში ახარებთ, რომ მათმა მრავალწლიანმა შრომამ შედეგი გამოიღო