| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა განთიადის საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, მნიშვნელოვანი თარიღები ყოველთვის შესაბამისი აქტივობებით აღინიშნება.
გამონაკლისი არც საქართველოში წმინდა ნინოს შემობრძანებისა და ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე გახლდათ.
ზედა განთიადის საჯარო სკოლაში გაიმართა ლამაზი ღონისძიება, რომლის მიმდინარეობაშიც ყველა დიდი ხალისითა და მონდომებით ჩაერთო. საზეიმოდ მორთულ გარემოში მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს, შემოქმედებითი ნომრები წარმოადგინეს და დრო სასიამოვნოდ გაატარეს.
„ძვირფასო ბავშვებო, მშობლებო, აღმზრდელებო გილოცავთ საქართველოში წმინდა ნინოს შემობრძანებისა და ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს. ყოველი დღე თქვენ გეკუთვნით... ჩვენი, უფროსების, ვალია თქვენზე ზრუნვა, ურთიერთგაგება, პატივისცემა, თქვენი აზრების მოსმენა, დაფასება, პრობლემების გაზიარება, სურვილების შესრულება, დროის დათმობა, ნამდვილი მეგობრობა...“, - ასე აფასებენ ზედა განთიადის საჯარო სკოლაში ჩატარებულ ღონისძიებას, რომელმაც საგანმანატლებლო დაწესებულების ისტორიაში კიდევ ერთი დაუვიწყარი ფურცელი ჩაწერა.
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ჩაჭრილია 11 პროცენტით მეტი აბიტურიენტი - 2025-2026 წლების მონაცემთა შედარება
შვილებს უნდა ავუხსნათ, რომ თავისუფლება არ ნიშნავს სხვისი უფლების დარღვევას...
„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...
„ხუთი კურსდამთავრებული, ხუთი განსხვავებული გზა“ - თბილისის N28 სკოლა წარმატებას ზეიმობს