| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მელეს საჯარო სკოლამ 2023-2024 სასწავლო წელი სასიამოვნო სიახლით დააგვირგვინა. სკოლაში მოსწავლეთა მორიგი წარმატება იზეიმეს.
14 ივნისს დაბა ლენტეხში, ოლეგ ლიპარტელიანის სახელობის ლენტეხის ოლიმპიური მომზადების ცენტრის სტადიონზე სპორტის დამსახურებული ოსტატის, საქართველოს არაერთგზის ჩემპიონის ქართულ ჭიდაობაში, გერასიმე ქურასბედიანის სახელობის ღია ტურნირი გაიმართა.
შეჯიბრში, ლენტეხის მუნიციპალიტეტის სასპორტო სკოლების გაერთიანებაში შემავალი ჭიდაობის სექციის აღსაზრდელები მონაწილეობდნენ.
აღსანიშნავია, რომ მელეს საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეს ტექნიკური მოჭიდავის თასი წილად ხვდა. ასევე, I ადგილის მფლობელები გახდნენ მელეს საჯარო სკოლის მოსწავლეები თავიანთი წონის კატეგორიაში:
ლელი ავალიანი (მე-8 კლასი);
გიორგი ავალიანი (მე-5 კლასი).
სკოლის მასწავლებლები და დირექცია ბავშვებს გამარჯვებას ულოცავს და წარმატებებს უსურვებს.
აღსანიშნავია, რომ სასკოლო საზოგადოება მოსწავლეთა მიღწევებს მუდამ მხარს უჭერს.
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
1-ელ ოქტომბრამდე მოსწავლის მობილობა დაუშვებელია - მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც სკოლის შეცვლისას უნდა იცოდეთ
„მასწავლებელი არის გზამკვლევი, რომლის ქცევას, ვიზუალს, ღიმილსა და განწყობას მოსწავლე პირველივე წამიდან ითვისებს“...