| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შავღელეს საჯარო სკოლაში სასწავლო წელი გაჯერებული იყო მრავალფეროვანი ღონისძიებებით, ასეთივე დაუვიწყარი სანახაობით დაასრულეს სასწავლო წელი მეოთხეკლასელებმა.
მოსწავლეებმა მრავალფეროვანი ღონისძიება გამართეს, საზეიმოდ გამოეწყვნენ და მორთულ სცენაზე დაუვიწყარი ნომრები შეასრულეს.
ღონისძიებას ხელმძღვანელობდა კლასის დამრიგებელი ფატი პაიჭაზე, ეს დღე მეტად ემოციური გახადა პირველ მასწავლებელთან დამშვიდობებამაც.
პატარებმა თავის საყვარელ მასწავლებელს მადლობა გადაუხადეს ცოდნის სამყაროში მეგზურობისა და დაუვიწყარი 4 წლისთვის.
ღონისძიების ბოლო, მოსწავლეებმა ერთმანეთს სასწავლო წლის დასრულება მიულოცეს და მხიარული არდადეგები უსურვეს.
იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
1-ელ ოქტომბრამდე მოსწავლის მობილობა დაუშვებელია - მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც სკოლის შეცვლისას უნდა იცოდეთ
„მასწავლებელი არის გზამკვლევი, რომლის ქცევას, ვიზუალს, ღიმილსა და განწყობას მოსწავლე პირველივე წამიდან ითვისებს“...