სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ნაბახტევის საჯარო სკოლის მოსწავლეთა შორის კულინარიული შერკინება გაიმართა 
17-06-2024
-
+


ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბახტევის საჯარო სკოლაში 2023-2024 სასწავლო წლის დასრულება აღინიშნა. 

ამასთან დაკავშირებით, მე-7კლასის დამრიგებლის - მაია რიჟამაძის ორგანიზებით, მე-5, მე-7 და მე-8 კლასებს შორის „კულინარიული დუელი“ ჩატარდა. მოსწავლეებმა თავიანთი ხელით მოამზადეს სალათა, ნამცხვარი, დესერტი და ჟიურს წარუდგინეს. მე-5 კლასის დამრიგებელი - ლელა სხილაძე, ხოლო მე-8 კლასის თამარ ბუზალაძე გახლავთ. 

აღსანიშნავია, რომ ჟიურის წევრებს შორის მონაწილე კლასების ხელმძღვანელები არ შედიოდნენ. საბოლოოდ, გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში გამოვლინდნენ: „საუკათესო სალათა“ - მე-7 კლასი; „საუკეთესო ნამცხვარი“- მე-8კლასი; „საუკეთესო დესერტი“ - მე- 5კლასი.

„მოსწავლეები კერძებს დიდი მონდომებით, ხალისით და გამოცდილი მზარეულებივით აკეთებდნენ და შედეგიც საუკეთესო აჩვენეს. ბოლოს, იქ მყოფი მოსწავლეებიც დაპატიჟეს“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდოები და ფოტოები:





კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

1-ელ ოქტომბრამდე მოსწავლის მობილობა დაუშვებელია - მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც სკოლის შეცვლისას უნდა იცოდეთ

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„მასწავლებელი არის გზამკვლევი, რომლის ქცევას, ვიზუალს, ღიმილსა და განწყობას მოსწავლე პირველივე წამიდან ითვისებს“...

„განსაკუთრებით საამაყოა, რომ ამ საერთაშორისო შეფასების ნაწილი ქალაქ თბილისის N117 საჯარო სკოლაც იყო“
 

სკოლამ მომავალ პირველკლასელებსა და მათ მშობლებს უმასპინძლა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება