| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ სამების საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება გაიმართა.
მათ შორის, სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, პროექტი - „ახალგაზრდა მეწარმეები“ განხორციელდა.
მოსწავლეებმა 12 ივნისს სკოლაში თოჯინური სპექტაკლი მოაწყვეს. მათ პერსონაჟები საკუთარი ხელით შექმნეს და დეკორაციები დაამზადეს. წარმოდგენა საინტერესო და სახალისო იყო, მოსწავლეებმა შემოქმედებითი შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
ღონისძიების შემდეგ, გაიმართა დისკუსია. მონაწილე მოსწავლეები შეთანხმდნენ, რომ ინფორმირებული ადამიანი არის მხოლოდ პროდუქტიული და თვითრეალიზებული, მხოლოდ ასეთ ადამიანს შეუძლია იყოს სამოქალაქო საზოგადოების აქტიური წევრი და შეცვალოს რეალობა.
პროექტის ხელმძღვანელები მადლობას უხდიან დამფინანსებელი და მხარდამჭერი ორგანიზაციის წარმომადგენლებს, მეგობარ სკოლებს, თემის წარმომადგენლებს, სკოლის დირექციას და მთლიანად სასკოლო თემს, ღონისძიებაში მონაწილეობისა და მხარდაჭერისთვის. განსაკუთრებულ მადლობას კი წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიდისა და ახალშენის საჯარო სკოლებს უცხადებენ.
იხილეთ ვიდეო და ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
1-ელ ოქტომბრამდე მოსწავლის მობილობა დაუშვებელია - მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც სკოლის შეცვლისას უნდა იცოდეთ
„მასწავლებელი არის გზამკვლევი, რომლის ქცევას, ვიზუალს, ღიმილსა და განწყობას მოსწავლე პირველივე წამიდან ითვისებს“...