სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ედელვაისობა“ - წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი ტრადიციადქცეული შთამბეჭდავი ღონისძიებით დაგვირგვინდა
17-06-2024
-
+


ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში 2023-2024 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, სკოლაში სიცოცხლე ჩქეფს და ცხოვრება დუღს - 2023-2024 სასწალო წელი კი დატვირთული იყო უამრავი აქტივობითა და ღონისძიებით. სკოლაში, ძალიან დიდი მნიშვნელობა ექცევა როგორც ფორმალურ, ასევე არაფორმალურ განათლებას.

სკოლას აქვს ტრადიციული დღესასწაულები. მათგან ერთ-ერთია „ედელვაისობა“, რომელიც 10 წლის წინ სკოლის დირექტორმა - ფაქიზო ფანჩულიძემ დაარსა და ყოველ წელს მასშტაბურად აღინიშნება.

„რატომ ედელვაისი? იმიტომ რომ ყვავილი ედელვაისი არის ბედნიერების, სიყვარულის, სიცოცხლის, სიმამაცის, მდგრადობის, გამარჯვების სიმბოლო. იგი თეთრი ფერისაა და სისპეტაკესთან ასოცირდება. ყვავილი ედელვაისი მთის მწვერვალზე ხარობს და მხოლოდ მთასვლელთ შეუძლია მისი მოპოვება“, - გვიყვებიან სკოლაში.

ვინაიდან, მოსწავლეები ყოველი წლის ბოლოს, ერთი წლის მასალას ამთავრებენ და კლასიდან კლასში გადადიან, გარკვეულ სიმაღლეს ეუფლებიან, რითაც მოიპოვებენ წარმატებასა და ბედნიერებას.

ასევე ყვავილი ედელვაისი ფორმით ძალიან ჰგავს ვარსკვლავს და ჩვენი სკოლის ყველა მოსწავლე - ვარსკვლავია. ჩვენი ბავშვები ცოდნის შეძენის გზაზე სწავლის მწვერვალებს იპყრობენ, გამძლეობითა და სიმამაცით ვარსკვლავებს წვდებიან, ბოლოს კი აქ მიღებული და შეძენილი ცოდნით თვით ვარსკვლავებს ემსგავსებიან და სრულყოფილი პიროვნებები ხდებიან.

სრულყოფილი პიროვნება ქმნის არამარტო ოჯახის, სკოლისა და ქალაქის, არამედ სამშობლოს ბედს “,  - აღნიშნავენ სკოლაში.

განსაკუთრებული კი წლევანდელი საიუბილეო ღონისძიება იყო.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მათ, მეათედ მოსწყვიტეს წარმატებით ედელვაისი და  ღონისძიებაზე წარადგინეს მთელი წლის შედეგი.

როგორც აღნიშნავენ, თვალხატულა გოგო-ბიჭებმა ლექსები წაიკითხეს, სიმღერები, ცეკვები შესანიშნავად შეასრულეს.  

„მოსწავლის ცოდნის შეძენის გზაზე მასწავლებელს დიდი მნიშვნელობა აქვს, სწორედ ამიტომ, ღონისძიებაზე მოხდა უპრეცენდენტო შემთხვევაც, მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების მიზნით პედაგოგებმა ცეკვა შეასრულეს“, - გვეუბნებიან სკოლაში.

ღონისძიების ბოლოს, სკოლის დირექტორმა - ფაქიზო ფანჩულიძემ დაასაჩუქრა წარმატებული მასწავლებლები, მოსწავლეები და წარმატებული კლასები.

„ედელვაისობას“ სტუმრობდა ქალაქის მერი, გენადი ბალანჩივაძე, მერიის კულტურის სამსახურის უფროსი რიმა მარგიანი, საკრებულოს ეკონომიკური სამსახურის უფროსი არჩილ ღიბრაძე, მერის მრჩეველი ნიკა აფხაძე, გენდერული თანასწორობის საბჭოს მდივანი მზია კიკალიშვილი, სკოლის პედაგოგები, მოსწავლეები და მშობლები.

„ეს დღე მუდამ დარჩება ჩვენს მეხსიერებაში ლამაზ მოგონებად და სადღესასწაულო დღედ“, - ასე აფასებენ სკოლაში ღონისძიებას.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ყალბი დიპლომის დამზადებისთვის რექტორს და დეკანს 3000-3000 ლარიანი გირაო შეეფარდათ

„ააფეთქეთ“ სოცქსელები izrune.ge-ერთად - ვიდეოკონკურსში 3 გამარჯვებული გამოვლინდება

ისტორიის გამოცდის სამივე ვარიანტის ტესტები ცნობილია

შესანახი ყუთების შეძენამდე სკოლებმა კონკრეტული რეკომენდაცია უნდა ნახონ - სათავსო სპეციალურ სტანდარტს უნდა აკმაყოფილებდეს

 

პიროვნება

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

„ექსკურსია იყო საინტერესო, შემეცნებითი და შთაბეჭდილებებით სავსე დღე“

საინტერესო
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება