სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ბუნების კანონები ჩვენს გარშემო“- ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში ინტელექტუალურ-შემეცნებითი ღონისძიება გაიმართა 
17-06-2024
-
+


ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში საგნობრივი კათედრები წარმატებით ფუნქციონირებენ და მათი მუშაობის ფარგლებში, სასწავლო წლის განმავლობაში, არა ერთი ღონისძიება ეწყობა.

მათ შორის, სკოლის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრის (ხელმძღვანელი ფიზიკის მასწავლებელი - ელისო ბერძული, წევრები: ბიოლოგიის მასწავლებელი ლელა სილაკაძე და  ქიმიის მასწავლებელი ცისანა ქოქოსაძე) ინიციატივით და მათი უშუალო ჩართულობით, სკოლის სააქტო დარბაზში ინტელექტუალურ-შემეცნებითი ღონისძიება - „ბუნების კანონები ჩვენს გარშემო“ ჩატარდა.

ღონისძიებაში VII, VII, VIII და VIII კლასების მოსწავლეებით დაკომპლექტებული შერეული გუნდები მონაწილეობდნენ. ღონისძიება მეტად საინტერესოდ წარიმართა, მოსწავლეებმა აქტიურად უპასუხეს შეკითხვებს სამივე (ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია) საგნიდან და წლის განმავლობაში მიღებული ცოდნა გამოავლინეს.

აღსანიშნავია, რომ საბოლოოდ, გამოვლინდნენ გამარჯვებულები. პირველი ადგილი წილად ხვდა მეორე გუნდს, მეორე ადგილი კი - პირველ გუნდს, ხოლო მესამე ადგილის მფლობელები გახდნენ მესამე  გუნდის წევრები.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიების მიზანი საბუნებისმეტყველო საგნებში მიღებული ცოდნის ტრანსფერი ანუ ერთგვარ სიტუაციაში ნასწავლის, სხვაგვარ სიტუაციაში გამოყენების უნარების განვითარება იყო.

საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრა მადლობას უხდის კონკურსში მონაწილე  თითოეულ მოსწავლეს, აქტიური ჩართულობისთვის და ბედნიერ არდადეგებს უსურვებს მათ.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

1-ელ ოქტომბრამდე მოსწავლის მობილობა დაუშვებელია - მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც სკოლის შეცვლისას უნდა იცოდეთ

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„მასწავლებელი არის გზამკვლევი, რომლის ქცევას, ვიზუალს, ღიმილსა და განწყობას მოსწავლე პირველივე წამიდან ითვისებს“...

„განსაკუთრებით საამაყოა, რომ ამ საერთაშორისო შეფასების ნაწილი ქალაქ თბილისის N117 საჯარო სკოლაც იყო“
 

სკოლამ მომავალ პირველკლასელებსა და მათ მშობლებს უმასპინძლა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება