| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბნის საჯარო სკოლაში 2023-2024 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა.
სკოლაში IVბ კლასის მოსწავლეთა გამოსაშვები ღონისძიებაც გაიმართა. მასში ყველა მოსწავლე დიდი მონდომებითა და ხალისით ჩაერთო. უმცროსებმა უფროსკლასელები გააცილეს და მე-5 კლასში სწავლის გასაგრძელებლად გზა დაულოცეს.
მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს, მინისპექტეკლები გამართეს და შემოქმედებითი შესაძლებლობები გამოავლინეს.
ღონისძიებას რუსუდან გოგიტიძე ხელმძღვანელობდა. ის მასწავლებლების - დარეჯან ხახუტაიშვილის, თულინი ზოიძის, თამარ მახაძის, ნოდარ თხილაიშვილის ჩართულობით გაიმართა.
მხატვრულად გაფორმებაზე კი ეკატერინე ათაბაძემ და მედეა გოლიაძემ იზრუნეს.
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
1-ელ ოქტომბრამდე მოსწავლის მობილობა დაუშვებელია - მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც სკოლის შეცვლისას უნდა იცოდეთ
„მასწავლებელი არის გზამკვლევი, რომლის ქცევას, ვიზუალს, ღიმილსა და განწყობას მოსწავლე პირველივე წამიდან ითვისებს“...