სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

აფხაზეთის N14 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წელი შთამბეჭდავი ღონისძიებით დააგვირგვინეს
17-06-2024
-
+


აფხაზეთის N14 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი ღონისძიებით დაგვირგვინდა, რომელმაც ემოციების გარეშე არავინ დატოვა. 

ღონისძიება, 12 ივნისს ჩატარდა და მთავარი გმირები მე-4 კლასის მოსწავლეები იყვნენ. მოსწავლეებმა სიმღერებით, ლექსებით სცენარითა და ცეკვებით წარმოაჩინეს თავიანთი შემოქმედებითი შესაძლებლობები და დამსწრეთა დიდი მოწონებაც დაიმსახურეს. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეები სიყვარულით დაემშვიდობნენ პირველ მასწავლებელს, გაიხსენეს პირველად სკოლაში, რომ მივიდნენ როგორ უცემდათ გული და ეშინოდათ, მაგრამ მასწავლებლის - ირმა საჯაიას თბილმა მოპყრობამ დაამშვიდა ისინი. ნელ-ნელა როგორ დაუახლოვდნენ ერთმანეთს, მასწავლებლები და თანაკლასელები. ასე დიდ ოჯახად და მთლიანობად როგორ იქცნენ.

„თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სკოლა ჩვენი მეორე სახლია. აქ ჩვენ დაცულად და სასიამოვნოდ ვგრძნობთ თავს“, - ასე ემოციურად, მოსწავლეებმა მადლობა გადაუხადეს სკოლის თითოეულ მასწავლებელს და ტექნიკურ პერსონალს.

მოსწავლეებს მე-4 კლასის დამთავრება მიულოცა კლასის ხელმძღვანელმა - ირმა საჯაიამ: „გილოცავთ ჩემო კარგებო, ბედნიერ და წარმატებულ მომავალს გისურვებთ. ვიმედოვნებ, რომ ბევრჯერ მოვისმენ თქვენი წარმატებების შესახებ. წინ წარმატებული მომავლისკენ!“. 

 „მშობლების საქმიანობა უკიდეგანო და უზარმაზარია. მადლობა სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელს ვენერა (ნანი) ესართიას ამ საინტერესო ღონისძიებაში დიდი წვლილის შეტანისთვის და მუსიკალურ გამფორმებელ ( მშობელ) ლერი ესართიას“, - სკოლის დირექცია დიდ მადლობას უხდის თითოეულ მოსწავლეს, მასწავლებელს და მშობელს ასეთი თანადგომისთვის.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

1-ელ ოქტომბრამდე მოსწავლის მობილობა დაუშვებელია - მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც სკოლის შეცვლისას უნდა იცოდეთ

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„მასწავლებელი არის გზამკვლევი, რომლის ქცევას, ვიზუალს, ღიმილსა და განწყობას მოსწავლე პირველივე წამიდან ითვისებს“...

„განსაკუთრებით საამაყოა, რომ ამ საერთაშორისო შეფასების ნაწილი ქალაქ თბილისის N117 საჯარო სკოლაც იყო“
 

სკოლამ მომავალ პირველკლასელებსა და მათ მშობლებს უმასპინძლა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება