სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლის მე-4 კლასელთა შთამბეჭდავი ღონისძიებით დაგვირგვინებული წარმატებული ოთხი წელი
17-06-2024
-
+


ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი ღონისძიებით დაგვირგვინდა, წარმოდგენის მთავარი გმირები კი, მე-4 კლასის მოსწავლეები გახლდათ. 

სკოლის სააქტო დარბაზში ჩვეული ფუსფუსით, დაწყებითი კლასების მასწავლებელმა, ლიანა ბოლქვაძემ თავის პატარა მეგობრებს გზა დაულოცა.

მეოთხე კლასის მოსწავლეებმა: საბა აბულაძემ, ანდრია ბოლქვაძემ, მურად ბერიძემ და დიმა ძირკვაძემ ლამაზად მორთულ სცენაზე, განვლილი ოთხი წლის, მათი წარმატებებისა და მიღწევების შესახებ  ისაუბრეს.  

ბავშვებმა საზოგადოებას წაიკითხეს ლექსები სამშობლოსა და დედაენის შესახებ. იცეკვეს სხვადასხვა ქართული ცეკვა და დამსწრე საზოგადოებას ნამდვილი დღესასწაული მოუწყვეს. 

მეორეკლასელებმა, რომლებმაც კლასში მათთან ერთად ორი წელი გაატარეს, სახალისო ნომრები მიუძღვნეს მე-4 კლასის მოსწავლეებს. ღონისძიებას სიმბოლურად მომავალი პირველკლასელები ეწვივნენ და მათ უფროს მეგობრებს ლექსები წაუკითხეს. 

კლასის ხელმძღვანელმა და ამავე დროს სკოლის დირექტორმა - ლიანა ბოლქვაძემ, მოსწავლეებს სასწავლო წლის წარმატებით დასრულება სერტიფიკატებით მიულოცა. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ბავშვები მთელი სასწავლო წლის განმავლობაში სხვადასხვა კონკურსსა თუ შეჯიბრში მონაწილეობდნენ და სკოლას არაერთი გამარჯვება მოუტანეს.

აღსანიშნავია, რომ კარგი შვილების აღზრდისთვის, დირექციისგან მშობლებსაც სიგელები გადაეცათ.

სკოლის ადმინისტრაციამ, სასკოლო საზოგადოებამ მიულოცა მეოთხეკლასელებს სასწავლო წლის წარმატებით დასრულება და მათ წინსვლა უსურვა. 

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:









კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

1-ელ ოქტომბრამდე მოსწავლის მობილობა დაუშვებელია - მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც სკოლის შეცვლისას უნდა იცოდეთ

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„მასწავლებელი არის გზამკვლევი, რომლის ქცევას, ვიზუალს, ღიმილსა და განწყობას მოსწავლე პირველივე წამიდან ითვისებს“...

„განსაკუთრებით საამაყოა, რომ ამ საერთაშორისო შეფასების ნაწილი ქალაქ თბილისის N117 საჯარო სკოლაც იყო“
 

სკოლამ მომავალ პირველკლასელებსა და მათ მშობლებს უმასპინძლა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება