| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ტყიბულის N2 საჯარო სკოლაში მე-4 კლასელთა შთამბეჭდავი გამოსაშვები ღონისძიება საზეიმო ვითარებაში გაიმართა.
ღონისძიებაზე, მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს, სიმღერები, ცეკვები შეასრულეს და პირველ პედაგოგს - მთვარისა ბოჭორიშვილს ყველაფრისთვის მადლობა გადაუხადეს.
ღონისძიება მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობებით იყო დატვირთული. სკოლის ეზოში ნამდვილი დღესასწაული გაიმართა.
პედაგოგი მთვარისა ბოჭორიშვილი მე-4 კლასელებს სასწავლო წლის დასრულებას ულოცავს და მომდევნო კლასებში წარმატებას უსურვებს.
„ემოციურად დატვირთული დღე იყო... დავემშვიდობე ჩემს საყვარელ მეოთხეკლასელებს. ბავშვებს, რომლებმაც ამ 4 წლის განმავლობაში ძალიან შემაყვარეს თავი. ბავშვები, რომლებიც ჩემთან ერთად თავდაუზოგავად მუშაობდნენ შედეგის მისაღწევად. ეს დღეს ნამდვილად გამოგვივიდა!
დაე, მრავალი წლის მანძილზე აფრქვევდეთ იმ სითბოს და სიხარულს, რომელიც მაჩუქეთ ამ ოთხი წლის მანძილზე. მიყვარხართ და მეიმედებით, გზას დაგილოცავთ ჩემო პატარებო, გზას, რომელიც ცოდნის უმაღლეს მწვერვალთან მიდის“, - აღნიშნავს პედაგოგი მთვარისა ბოჭორიშვილი.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„შემოგვაქვს სმარტ-კლასები“... - ახალი სასწავლო წლის ცვლილებებზე მინისტრის განმარტებები
„მასწავლებელი არის გზამკვლევი, რომლის ქცევას, ვიზუალს, ღიმილსა და განწყობას მოსწავლე პირველივე წამიდან ითვისებს“...