| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ნოდარ ახალკაცის სახელობის ქალაქ თბილისის N9 საჯარო სკოლის მე-4 კლასელებმა სასწავლო წელი გრანდიოზული ღონისძიებით დააგვირგვინეს.
წელს სამი მეოთხე კლასის გამოშვება იზეიმა თბილისის N9 საჯარო სკოლამ.
ღონისძიება, რომელიც მასწავლებლების - ნათია მაღლაფერიძის, ლელა კვარაცხელიასა და თამარ მაისურაძის ხელმძღვანელობით ჩატარდა, შთამბეჭდავად წარიმართა.
მოსწავლეებმა ნაყოფიერი და წარმატებული ოთხი წელიწადი შეაჯამეს და პედაგოგებს სიამაყის მიზეზი კიდევ ერთხელ მისცეს.
აღსანიშნავია, რომ წელს მოსწავლეები პირველ მასწავლებლებს ემშვიდობებიან, რამაც ღონისძიებას ემოციური ელფერი შესძინა. მოსწავლეებმა დამრიგებლებს ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს.
პედაგოგებმა კი მოწაფეებს გზა დაულოცეს და ცოდნის მწვერვალების დაპყრობა უსურვეს.
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„შემოგვაქვს სმარტ-კლასები“... - ახალი სასწავლო წლის ცვლილებებზე მინისტრის განმარტებები
„მასწავლებელი არის გზამკვლევი, რომლის ქცევას, ვიზუალს, ღიმილსა და განწყობას მოსწავლე პირველივე წამიდან ითვისებს“...