სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„პროექტი ჩემს გაკვეთილზე“ - ზვარეს საჯარო სკოლაში განხორციელებული აქტივობები შეჯამდა 
14-06-2024
-
+


ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მამოტივირებელი სასწავლო გარემოა ჩამოყალიბებული. 

ამჯერდ, სკოლაში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს აქტივობის - „პროექტი ჩემს გაკვეთილზე“ გამარჯვებული პროექტის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. 

მისი მიმდინარეობისას, პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები და გეგმით გათვალისწინებული დავალებების შესრულება შეჯამდა, სადაც მოსწავლეებმა გლობალური პრობლემების შესახებ ინფორმაცია მოიძიეს, შესაბამისი ამოცანა შექმნეს და მათი ამოხსნის გზები წარადგინეს. 

შეხვედრაზე მოსწავლეებმა განხორციელებული სამუშაოები პრეზენტაციის, ბარათების და ელექტრონული წიგნის სახით წარადგინეს. 

შემაჯამებელ შეხვედრას ქედის რესურსცენტრის წარმომადგენელი - თენგიზ გათენაძე ესწრებოდა, რომელმაც მასწავლებელ გუგული ანანიძესა და პროექტის ყველა მონაწილეს, შესრულებული სამუშაოებისათვის, მადლობა გადაუხადა.

„სემესტრის ბოლო კვირა დაეთმო გლობალურ პრობლემებს, რომლებიც ეხებოდათ კონკრეტულად მოსწავლეებს ან მათ თანატოლებს. შერჩეული თემები, ჩვეულებრივ, წარმოადგინეს ამოცანა-ამოხსნის სახით“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„შემოგვაქვს სმარტ-კლასები“... - ახალი სასწავლო წლის ცვლილებებზე მინისტრის განმარტებები

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„მასწავლებელი არის გზამკვლევი, რომლის ქცევას, ვიზუალს, ღიმილსა და განწყობას მოსწავლე პირველივე წამიდან ითვისებს“...

„განსაკუთრებით საამაყოა, რომ ამ საერთაშორისო შეფასების ნაწილი ქალაქ თბილისის N117 საჯარო სკოლაც იყო“
 

სკოლამ მომავალ პირველკლასელებსა და მათ მშობლებს უმასპინძლა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება