სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ვაჟას სამყაროში“ - ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეთა საინტერესო პროექტი
14-06-2024
-
+


ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლის პედაგოგები სწავლებისას სხვადასხვა მეთოდებს მიმართავენ. მათ შორის აღსანიშნავია პროექტებით სწავლება, რომელიც მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და ინტერესით გამოირჩევა. 

11 ივნისს, მე-11 კლასის (დამრიგებელი და ქართულის მასწავლებელი ნესტან მჟავანაძე) მოსწავლეებმა წარმოადგინეს პროექტი - „ვაჟას სამყაროში“.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მათ საინტერესოდ ისაუბრეს მწერლის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ, განიხილეს თუ რა მასალას ეყრდნობოდა ვაჟას ქმნილებები, რა იყო მის ნაწერში ხალხური, ისტორიული და საკუთრივ პოეტის წარმოსახვით შექმნილი.

პოემების - „ალუდა ქეთელაურისა“ და „სტუმარ-მასპინძლის“ მიხედვით იმსჯელეს პიროვნების მეტამორფოზის, თემისა და პიროვნების შესახებ, ყურადღება გაამახვილეს ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებზე, დაახასიათეს ვაჟას „კაი ყმები“ პოემა „ბახტრიონიდან“ და აღნიშნეს, თუ ვის შეიძლება ეწოდოს დღეს - „კაი ყმა“.

დასასრულს, სკოლის დირექტორმა გენადი მარგველაშვილმა და დირექტორის მოადგილემ ლია კუხიანიძემ შეაფასეს მოსწავლეთა ნამუშევარი და წარმატებები უსურვეს მათ მასწავლებელთან ერთად.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„შემოგვაქვს სმარტ-კლასები“... - ახალი სასწავლო წლის ცვლილებებზე მინისტრის განმარტებები

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„მასწავლებელი არის გზამკვლევი, რომლის ქცევას, ვიზუალს, ღიმილსა და განწყობას მოსწავლე პირველივე წამიდან ითვისებს“...

„განსაკუთრებით საამაყოა, რომ ამ საერთაშორისო შეფასების ნაწილი ქალაქ თბილისის N117 საჯარო სკოლაც იყო“
 

სკოლამ მომავალ პირველკლასელებსა და მათ მშობლებს უმასპინძლა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება