სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სანავარდოს საჯარო სკოლაში კამპანიის - „მე რომ მასწავლებელი ვიყო“ ფარგლებში, საინტერესო აქტივობები განხორციელდა 
14-06-2024
-
+


ტიციან ტაბიძის სახელობის ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ სანავარდოს საჯარო სკოლის სასკოლო საზოგადოება, სასწავლო წლის განმავლობაში, საინტერესო აქტივობებში ერთვება.

მათ შორის, სკოლა აქტიურად შეუერთდა კამპანიას - „მე რომ მასწავლებელი ვიყო“. მის ფარგლებში კი, შემდეგი აქტივობები დაიგეგმა და ჩატარდა:

1. პროექტი - „გმადლობთ  მასწავლებელო!" - VII კლასის მოსწავლეები;

2.  ნახატების კონკურსი - „მე მიყვარს ჩემი მასწავლებელი"- II - IX კლასის მოსწავლეები;

3. კონკურსი - „ჩემი ოცნების მასწავლებელი“ - VII - IX კლასის მოსწავლეები;

4.  „თვითონ  სცადე“ - როლების გაცვლა მასწავლებელი-მოსწავლე - VII - IX კლასის მოსწავლეები;

5. „სურვილების ხე“- V - IXკლასის მოსწავლეებმა სურვილები მასწავლებლებს მიუძღვნეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ყველა ეს აქტივობა ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. საბოლოოდ კი, მათემატიკის მასწავლებლის - ნანა ქაფიანიძის  ხელმძღვანელობით, საინტერესო შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. მოსწავლეებმა მასწავლებლებზე ლექსები, სიმღერები, ცეკვები და სასკოლო ცხოვრებიდან სახუმარო ხასიათის მცირე პიესები წრადგინეს, რამაც დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„შემოგვაქვს სმარტ-კლასები“... - ახალი სასწავლო წლის ცვლილებებზე მინისტრის განმარტებები

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„მასწავლებელი არის გზამკვლევი, რომლის ქცევას, ვიზუალს, ღიმილსა და განწყობას მოსწავლე პირველივე წამიდან ითვისებს“...

„განსაკუთრებით საამაყოა, რომ ამ საერთაშორისო შეფასების ნაწილი ქალაქ თბილისის N117 საჯარო სკოლაც იყო“
 

სკოლამ მომავალ პირველკლასელებსა და მათ მშობლებს უმასპინძლა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება