სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

არხილოსკალოს საჯარო სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებულები საზეიმოდ დაჯილდოვდნენ
17-06-2024
-
+


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოს საჯარო სკოლაში 2023-2024 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. პედაგოგებმა ძალ-ღონე არ დაიშურეს მოსწავლეთა მაღალი აკადემიური შედეგების მისაღწევად, შესაბამისად წელს სკოლასაც ტრადიციულად ჰყავს მედლის კანდიდატი კურსდამთავრებულები. 

არხილოსკალოს საჯარო სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებულები - ლიკა ბენაშვილი, ტატო ზაქაიძე, საბა კაპანაძე, ნიკა ბაბაშვილი შეუერთდნენ კახეთში 2024 წლის წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოების ღონისძიებას, რომელიც სასტუმროში „ამბასადორი“ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის - გიორგი ალადაშვილის ინიციატივით გაიმართა.

გიორგი ალადაშვილის ინიციატივით, წახალისების მიზნით, კახეთის თითოეულ მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ოქროსმედალოსან და ვერცხლისმედალოსან ახალგაზრდებს ყოველწლიურად, ერთჯერადი ფულადი ჯილდო გადაეცემათ.

დაჯილდოების ცერემონიალი კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის - გიორგი ალადაშვილის ინიციატივით, 2022 წელს პირველად გაიმართა და ტრადიციულ ხასიათს ატარებს.

 2024 წელს, რეგიონის მასშტაბით 426 წარჩინებული, მედალოსანი მოსწავლე მიიღებს ჯილდოს.

ღონისძიების მიზანს ახალგაზრდა თაობისთვის ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა, სწავლისადმი მოტივაციისა და სტიმულის ამაღლება, განათლებული ახალგაზრდა თაობის მიერ მიღწეული წარმატებული შედეგების პოპულარიზაცია წარმოადგენს.

 დასასრულს, ტრადიციულად გაიმართა ქუდების ცაში სროლის ცერემონია.

ლიკა ბენაშვილი, ტატო ზაქაიძე, საბა კაპანაძე, ნიკა ბაბაშვილის კლასის დამრიგებელი ნანა წიკლაური გახლავთ, რომლისთვისაც მოსწავლეთა აკადემიური მიღწევები განსაკუთრებით საამაყოა.

სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს ჯილდოს მიღებას ულოცავენ და უსურვებენ ასეთივე შემართებით გააგრძელონ განათლების მიღება, ახლა უკვე უმაღლეს სასწავლებლებში. 

„არხილოსკალოს საჯარო სკოლა და სკოლის პედკოლექტივი ამაყობს მათი წარმატებით და უსურვებს წინსვლას ცხოვრების ახალ ეტაპზე“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია მასწავლებელთა გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდებზე გამოყენებული ტესტები გამოქვეყნდა 

79%-ზე მეტმა აბიტურიენტმა გააკეთა პირველადი არჩევანი სახელმწიფო უნივერსიტეტებზე

ყველაფერი, რაც მასწავლებელთა გამოცდაზე გასვლის მსურველებმა უნდა იცოდნენ და გაითვალისწინონ

„შუშანიკის წამება“ ქართულის გამოცდის მე-4 ვარიანტში - დეტალები

პიროვნება

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

მოსწავლეებმა დაათვალიერეს დიდი საბავშვო მწერლის, იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი

საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა 9 აპრილის შესახებ მოიძიეს ინფორმაცია და სასკოლო საზოგადოებას საპრეზენტაციო მასალით გააცნეს ამ დღის შინაარსობრივი დატვირთვა

მასშტაბურ გარემოსდაცვით ღონისძიებას სკოლაში არაერთი აქტივობა მიეძღვნა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება