სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სავანეთის საჯარო სკოლაში მე-11 კლასის მოსწავლის - ფადილა სამედოვას ნახატების გამოფენა გაიმართა
14-06-2024
-
+


ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მამოტივირებელი მრავალფეროვანი გარემოა შექმნილი. 

ამჯერად, იქ ნახატების გამოფენა მოეწყო. როგორც სკოლაში გვიყვებიან, ქართული სექტორის მე-11 კლასის მოსწავლე ფადილა სამედოვა დაინტერესებულია ხატვით. მისი თქმით, ხატვისადმი ინტერესის გამოვლენა და საგნის სიყვარული ხელოვნების პედაგოგის - ნათია ჩხეტიანის დამსახურებაა.

სკოლაში ჩატარდა ღონისძიება - „წერილი მასწავლებელს“, სადაც ერთ-ერთი მონაწილე ფადილაც იყო. მან თავისი წერილი მის საყვარელ პედაგოგს - ნათია ჩხეტიანს მიუძღვნა. წერილის წაკითხვის დროს გააჟღერა, რომ მისი ოცნება იყო სკოლაში მოეწყო თავისი ნახატების გამოფენა.

სკოლის დირექტორმა - ინგა მიქელაძემ გადაწყვიტა, რომ ფადილას ოცნება აესრულებინა და შესაბამისი სივრცე მოაწყო სკოლაში, სადაც ნახატების გამოფენა გაიმართა.

ნახატებმა დიდი დაინტერესება გამოიწვია. სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები აღფრთოვანებული დარჩნენ ფადილას ნიჭიერებით, მისი ნახატები მათთვის ლამაზი და საინტერესო აღმოჩნდა.

მოსწავლის ნახატებმა მშობლებისა და სოფლის მოსახლეობის მოწონება დაიმსახურა, რომლებიც სკოლას სამი დღის განმავლობაში სტუმრობდნენ.

ფადილე სამედოვა დიდ მადლობას უხდის სკოლის დირექტორს - ინგა მიქელაძეს, ვინაიდან მან მის ოცნებას ფრთები შეასხა.

დირექტორი ინგა მიქელაძე აღნიშნავს, რომ სწორედ ასეთი უნდა იყოს პედაგოგი, შეაყვაროს მოსწავლეს საგანი, გამოიწვიოს მასში დიდი ინტერესი, რათა მისი ნიჭიერება არ დაიკარგოს. ის მადლობას უხდის ხელოვნების პედაგოგს-  ნათია ჩხეტიანს და მისი სურვილია, რომ მომავალში ფადილას გამოფენა იყოს უფრო მასშტაბური, სადაც დასათვალიერებლად მთელი ქვეყნის წარმომადგენლები მივლენ. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

1-ელ ოქტომბრამდე მოსწავლის მობილობა დაუშვებელია - მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც სკოლის შეცვლისას უნდა იცოდეთ

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„მასწავლებელი არის გზამკვლევი, რომლის ქცევას, ვიზუალს, ღიმილსა და განწყობას მოსწავლე პირველივე წამიდან ითვისებს“...

„განსაკუთრებით საამაყოა, რომ ამ საერთაშორისო შეფასების ნაწილი ქალაქ თბილისის N117 საჯარო სკოლაც იყო“
 

სკოლამ მომავალ პირველკლასელებსა და მათ მშობლებს უმასპინძლა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება