სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„პედაგოგებს უჭირთ დამოუკიდებლად რესურსების მომზადება, ისგ არ შეესაბამება სტანდარტს“... - ანგარიში რესურსსკოლებზე
14-06-2024
-
+


დღეს, 14 ივნისს საქართველოში შშმ პირთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნება. სახალხო დამცველმა შშმ პირთა უფლებრივ მდგომარეობაზე რესურსსკოლების მონიტორინგის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც გაანალიზებულია 2023 წელს, სახალხო დამცველის აპარატის მიერ, ზოგადი განათლების სისტემაში, თბილისსა და რეგიონებში არსებული 7 რესურსსკოლის მონიტორინგის შედეგად გამოკვეთილი პრობლემები.

რესურსსკოლებში 2022-2023 სასწავლო წელს ირიცხებოდა 487 მოსწავლე, მათ შორის, 79 იყო
რესურსსკოლების პანსიონური მომსახურებით მოსარგებლე.

კვლევის ძირითადი მიგნებები ინკლუზიური განათლების ხარისხი

• სკოლებში, რომელთაც არ აქვთ დონორული მხარდაჭერა, გამოწვევას წარმოადგენს საჭირო ტექნიკური, სასწავლო და ადამიანური რესურსით უზრუნველყოფა;
• უმეტეს შემთხვევაში მოსწავლეთა ინდივიდუალური სასწავლო გეგმების წარმოება არ შეესაბამება დადგენილ სტანდარტებს. კერძოდ, გეგმები არ არის სპეციფიკური, გაზომვადი, მიღწევადი, რელევანტური და დროში გაწერილი;
• ინდივიდუალური სასწავლო გეგმის გუნდის შეხვედრები არ ტარდება საჭირო პერიოდულობით, რაც აზიანებს ინკლუზიური საგანმანათლებლო პროცესის ხარისხს;
რესურს-ოთახების ნაწილი არ არის სათანადოდ მოწყობილი;
• სათანადოდ არ არის დაცული მოსწავლეთა შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალობა;
• სკოლების ნაწილში არ არის სივრცე მოსწავლეთა ფიზიკური განვითარებისათვის საჭირო აქტივობების განსახორციელებლად;
• უმეტეს შემთხვევაში საგაკვეთილო პროცესში არ გამოიყენება მრავალფეროვანი მასალები; მასწავლებლებს უჭირთ სასწავლო რესურსების დამოუკიდებლად მომზადება;
• რიგ შემთხვევებში, დაგეგმილი სასკოლო აქტივობები არ არის მოსწავლის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული; ასისტენტისა და საგნის მასწავლებლის ფუნქცია-მოვალეობები საგაკვეთილო პროცესში არ არის სწორად განაწილებული, რაც აბრკოლებს განათლების ხარისხიანად მიწოდებას;
• სკოლების მიერ სამინისტროსთვის წარდგენილი მონიტორინგის დასკვნები უმეტეს შემთხვევაში არის ზოგადი და არ მოიცავს შესამოწმებელი მიმართულებების სიღრმისეულ ანალიზს. მათ შორის, სათანადოდ არ არის შეფასებული ინკლუზიური განათლების სპეციალისტების მუშაობისა და საგაკვეთილო პროცესებში სსსმ მოსწავლეების ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინება.

ადამიანური რესურსები და კვალიფიკაცია

• არ არის განსაზღვრული, კონკრეტულად რამდენ მოსწავლესთან შეიძლება მუშაობდეს ინკლუზიური განათლების სპეციალისტი, რაც უარყოფითად აისახება სასწავლო პროცესზე;
• გამოწვევას წარმოადგენს პერსონალის კვალიფიკაცია და მათი გადამზადება. არსებული ტრენინგ-მოდულები ნაკლებად ითვალისწინებს რესურსსკოლების სპეციფიკას;
• არასაკმარისი ფინანსური რესურსია გამოყოფილი ინკლუზიური განათლებისთვის საჭირო კადრების დასაქმებისთვის;
• სკოლებში მოსწავლეთა რაოდენობასთან მიმართებით არასაკმარისია სპეციალური მასწავლებლისა და ფსიქოლოგების რაოდენობა;
• არათანაბარია ინკლუზიური განათლების სპეციალისტების ანაზღაურება. ფსიქოლოგების ანაზღაურება ბევრად ნაკლებია სპეციალური მასწავლებლის ანაზღაურებაზე. დაბალია სსსმ მოსწავლის ასისტენტის ხელფასი, რაც იწვევს კონკრეტული პოზიციებით ნაკლებ დაინტერესებას და არსებული კადრის გადინებას;
• აუცილებელია შინაგანაწესი მეტად იყოს მორგებული სკოლის სპეციფიკასა და საჭიროებაზე და მასში სათანადოდ აისახებოდეს პანსიონური მომსახურების ნაწილი, ამ კომპონენტის მარეგულირებელი წესები და ძირითადი პირობები, რაც ფაქტობრივად რეგულირების მიღმაა დარჩენილი.

ძალადობისა და დისკრიმინაციისგან დაცვა

რესურსსკოლების პერსონალს არ აქვს ინფორმაცია, როგორც რეფერირების შიდა პროცედურების, ისე ძალადობასა და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი კონკრეტული სუბიექტების შესახებ;
• ინციდენტების, ძალადობაზე ეჭვის, ძალადობისა და მასზე რეაგირების შესახებ ჩანაწერები არასრულად, ან ზოგჯერ საერთოდ არ იწარმოება;
რესურსსკოლის მოსწავლეები და მშობლები არ არიან სათანადოდ ინფორმირებულნი ძალადობის, დისკრიმინაციის, არასათანადო მოპყრობისა და ასეთი შემთხვევების დროს მათზე რეაგირების მექანიზმების თაობაზე; ეს საკითხი განსაკუთრებით პრობლემურია იმის გათვალისწინებით, რომ სკოლებს აქვთ 24 საათიანი პანსიონური მომსახურების კომპონენტი;
რესურსსკოლებში, სპეციალისტების ნაკლებობის, ამ საკითხზე სკოლის პერსონალის დაბალი კვალიფიკაციისა და თანამშრომლებს შორის ნაკლები კომუნიკაციის გამო, არ ხერხდება სსსმ მოსწავლეების რთული ქცევის სათანადოდ იდენტიფიცირება.



კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი -  2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის

აბიტურიენტებისთვის კიდევ სამი გამოცდის ქულა გამოქვეყნდა

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

სტრუქტურული ცვლილებები განათლების სამინისტროში - ვალდებულებები და კომპეტენციები გაიწერა

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

სკოლები

„მადლობას ვუხდით სკოლის ადმინისტრაციას, პედაგოგებს, თანამშრომლებს, მოსწავლეებსა და მშობლებს ერთობლივი შრომისა და მხარდაჭერისთვის“

 

 

 

 

„უღრმესი მადლობა ბ.თამაზ უდიდესი ყურადღების, პატივისცემის, მხარდაჭერის და ხელშეწყობისთვის“

სკოლაში ახარებთ ამ მნიშვნელოვანი ეტაპის წარმატებით გადალახვა და სასიამოვნო სიახლეს მთელ სასკოლო საზოგადოებას ულოცავენ

 

 

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება