| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მანდატურის სამსახურის ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერმა ცენტრმა, პირველ კლასში რეგისტრირებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის სკოლაში ეფექტიანი ტრანზიციის დაგეგმვისა და განხორციელების მიზნით საინფორმაციო შეხვედრები ჩაატარა სკოლის წარმომადგენლებსა და პირველ კლასში რეგისტრირებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენლებთან.
შეხვედრის ფარგლებში სკოლის დირექტორებს, მომავალ დამრიგებლებს, მასწავლებლებსა და ინკლუზიურ განათლებაში ჩართულ სპეციალისტებს ინფორმაცია მიეწოდათ იმ ღონისძიებების შესახებ, რომლებიც აუცილებელია დაიგეგმოს და განხორციელდეს ბავშვის სკოლაში წარმატებული ადაპტაციისა და ჩართვისთვის, მათ შორის ხაზი გაესვა სასწავლო წლის დაწყებამდე სასკოლო გარემოს მოსწავლის საჭიროებაზე მორგებას, საგანმანათლებლო და განმავითარებელი რესურსების და სპეციალისტების მობილიზებას, ტრანზიციის გეგმის შედგენას, სადაც მოსწავლის სასკოლო ცხოვრებაში ეფექტიანი ინტეგრაციისთვის მიზნობრივი ღონისძიებების გეგმა უნდა იყოს გაწერილი.
მშობლების/კანონიერი წარმომადგენლების ინფორმირება მოხდა ტრანზიციის პროცესის მნიშვნელობაზე, მათ პასუხისმგებლობაზე, სასკოლო თემთან თანამშრომლობაზე და იმ კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომლებიც მათი შვილების ადაპტაციის პროცესში უნდა განხორციელდეს.
საინფორმაციო შეხვედრებში მონაწილეობა მიიღო 500-მდე საჯარო სკოლის წარმომადგენელმა და 100-მდე მშობელმა.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება
„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“
„სწავლის დაწყებიდან 2 დღეში ვიგებთ, რომ სკოლაში მისვლა საშიშია... ვანგრევთ სკოლებს, რათა ცათამბჯენები აშენდეს“ - მშობლებისა და მასწავლებლების პროტესტი
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი
რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას