სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„ამდენი წელია დირექტორი ვარ და ერთი ოქმი არ დაგვიწერია, დისციპლინური გადაცდომის გამო“ - მაია გველებიანი, მელეს საჯარო სკოლის ხელმძღვანელი
19-08-2025
-
+


მალე ახალი სასწავლო წელი დაიწყება და სკოლები კვლავ „ახმაურდება“. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში საყვარელი ბავშვების დასახვედრად სამზადისი დაწყებულია. როგორ ემზადებიან სასწავლო წლის დასაწყისისთვის? როგორ ხვდებიან პირველკლასელებს? აქვთ თუ არა ტრადიციები ან სპეციალური მეთოდები ადაპტაციისთვის? - აღნიშნულ საკითხებზე etaloni.ge-ს ლენტეხის მუნიციპალიტეტის, მელეს საჯარო სკოლის ხელმძღვანელი, მაია გველებიანი ესაუბრება.

„ვგეგმავთ სასწავლო წელს, ვადგენთ წლიურ გეგმებს და ვცდილობთ, გარემო მოსწავლეებისთვის რაც შეიძლება კომფორტული იყოს“, - გვიმხელს ქალბატონი მაია და აღნიშნავს, რომ იქიდან გამომდინარე, სკოლა მაღალმთიან დასახლებაშია, ბევრი მოსწავლე არ ჰყავთ; წელს არც პირველკლასელებს ელიან, თუმცა მათთვის თითოეული ბავშვი განსაკუთრებულია და სწორედ ამიტომ, მათ შესახვედრად განსაკუთრებულად ემზადებიან: „თბილი, მეგობრული გარემო გვაქვს, რათა ბავშვებისთვის სწავლა სტრესული კი არა, სასიამოვნო იყოს“.

მაია გველებიანი ახალბედა პედაგოგებსაც ურჩევს, იყვნენ კეთილგანწყობილნი და ყოველთვის მოუსმინონ ბავშვებს, რადგან მხოლოდ ასეთი მიდგომები განაპირობებს მოსწავლის, სკოლისა და პედაგოგის წარმატებას: „ახალგაზრდა პედაგოგებს, ვინც ახლა იწყებს მუშაობას სკოლაში, ვურჩევ, იყვნენ მომთმენნი, მოუსმინონ მოსწავლეებსა და მშობლებს, არ შეწყვიტონ თვითგანვითრება... უმთავრესი კი ჩვენს პროფესიაში ბავშვების სიყვარულია“.

მელეს საჯარო სკოლის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ თავადაც ეხმარება პედაგოგებს პროფესიულ ზრდაში: უზიარებს გამოცდილებას, აძლევს პრაქტიკულ რჩევებს, გვიმხელს, ყველაზე ეფექტურ მიდგომას მოსწავლეთა თუ მასწავლებელთა მოტივაციისთვის და გვიზიარებს, როგორ ვაქციოთ სკოლა მოსწავლეებისთვის მოტივირებულ და ინტერაქტიულ სივრცედ:

„ბავშვებს უნდა მივცეთ თვითგამოხატვის შესაძლებლობა, ხელი შევუწყოთ, რათა სასწავლო პროცესში აქტიურად ჩაერთონ,  დავინახოთ თითოეული მათგანის ძლიერი და სუსტი მხარე, შევთავაზოთ მათზე მორგებული მიდგომები...“ - აღნიშნავს დირექტორი და წარმატებული სასწავლო პროცესის მთავარ საიდუმლოს ასახელებს: ეს გახლავთ ურთიერთნდობა მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის: „როცა მასწავლებელი პატივს სცემს მოსწავლის აზრს და გულწრფელად ინტერესდება მისი საჭიროებებით... ამდენი წელია დირექტორი ვარ და ერთი ოქმი არ დაგვიწერია, დისციპლინური გადაცდომის გამო“.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

„სასკოლო ფორმები ნოემბრის დასაწყისიდან გაიყიდება“ - სამინისტრო

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება