სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„წელს, სამწუხაროდ, პირველი კლასი არ გვყავს, ასეთი შემთხვევა ჯერ არ გვქონია...“ - როზა ერისთავი, სალომინაოს საჯარო სკოლის ხელმძღვანელი
20-08-2025
-
+


აკადემიკოს კონსტანტინე ერისთავის სახელობის, ვანის მუნიციპალიტეტის, სალომინაოს საჯარო სკოლა წლებია დგას მოსწავლეთა განათლების სადარაჯოზე და მალე ფართოდ გაუღებენ კარს არდადეგებიდან დაბრუნებულ ბავშვებს წიგნიერების ჯადოსნურ სამყაროში. როგორ ემზადებიან სალომინაოს საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლისთვის? etaloni.ge-ს დირექტორი, როზა ერისთავი ესაუბრება და უმხელს, რომ სამწუხაროდ, პირველკლასელი არ ეყოლებათ, თუმცა მათთვის თითოეული მოსწავლე მნიშნელოვანია, ამიტომ მათ ღონისძიებით შეეგებებიან:

„წელს, სამწუხაროდ, პირველი კლასი არ გვყავს და ასეთი შემთხვევა ჯერ არ გვქონია... სასწავლო წლის დასაწყისში ვატარებთ ღონისძიებას, ვესალმებით ბავშვებს, მშობლებს... ვაცნობთ ჩვენი სკოლის მდგომარეობას, იციან, რომ უსაფრთხოება დაცულია და აქ მომავალი თაობა საფუძვლიან განათლებას მიიღებს“.

ქალბატონი როზა აღნიშნავს, რომ საკლასო ოთახებსაც საგანგებოდ ამზადებენ და რთავენ დეკორაციებით: „დეკორაციების ვალამაზებთ საკლასო ოთახებს, ვატარებთ ლამაზ ღონისძიებას, სადაც ახალგაზრდებს შემოქმედებითი უნარების წარმოჩენის შესაძლებლობა აქვთ - ცეკვავენ, მღერიან, ხატოვნად წარმოთქვამენ ლექსებს... ეს გახლავთ საშუალება, პოზიტიურად დავიწყოთ სასწავლო წელი, მასწავლებლები მოვეფეროთ ბავშვებს, ერთმანეთს კი წარმატებული წელი ვუსურვოთ“. 

სალომინაოს საჯარო სკოლის დირექტორი არც ახალბედა პედაგოგებისთვის იშურებს რჩევებს და აღნიშნავს, რომ წარმატების საიდუმო პოზიტიურ კომუნიკაციაშია მოსწავლეებთან:

„საჭიროა მშობლებთან ახლო ურთიერთობა. მოსწავლეებთან პოზიტიური, მეგობრული დამოკიდებულება. რა თქმა უნდა, ზღვარიც უნდა დავიცვათ, თუმცა მოსწავლე გახსნილი უნდა იყოს მასწავლებლებთან, დამრიგებელთან... შეიძლება, რაღაც მშობელს ვერ უთხრას, მაგრამ მასწავლებელს გაანდოს. სკოლის იმედი უნდა ჰქონდეს ბავშვს! იცოდეს, რომ მასწავლებელი დაეხმარება და გზას გაუკვალავს. ზოგადად, მასწავლებლის თვისებებს რაც შეეხება, უპირველესია, თანამშრომლობითი და გუნდური მუშაობის უნარი, სხვა შემთხვევაში, ჩემი აზრით, პედაგოგად ვერ შედგები. მასწავლებელს ბავშვი უნდა უყვარდეს უპირობოდ, ჰქონდეს მოსწავლის ნდობა და იყოს პროფესიონალი - ვფიქრობ, ეს თვისებები გაყალიბებს კარგ მასწავლებლად“, - აცხადებს ქალბატონი როზა და დასძენს, რომ თავად ეხმარება კოლეგებს პროფესიულ ზრდაში:

„გუნდი შეკრული ვართ და საჭიროებებს ვადგენთ, შესაბამის ტრენინგებს გავდივართ... თუკი რომელიმე მასწავლებელი პირადად იქნება დაინტერესებული პროფესიული განვითარებით, ამასაც წავახალისებ აუცილებლად - მხარში ვუდგავართ ერთმანეთს და აქვე მნიშვნელოვანია გამოცდილი პედაგოგების რჩევები... მშობლიურ სკოლაში დირექტორი ვარ და  მყავს 3-4 პედაგოგი, რომლებიც თავის დროზე ჩემი მასწავლებლები იყვნენ - მათ ხშირად ვეკითხები რჩევას“.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

„სასკოლო ფორმები ნოემბრის დასაწყისიდან გაიყიდება“ - სამინისტრო

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება