სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

Stand up! Speak out! - გეტას საჯარო სკოლაში საინტერესო ინგლისურენოვანი პროექტი განხორციელდა 
14-06-2024
-
+


ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ გეტას საჯარო სკოლის მოსწავლეები უცხო ენებს დიდი მონდომებით სწავლობენ. 

მათ პროგრამა - „ასწავლე საქართველოსთვის“ მონაწილე ინგლისური ენის კონსულტანტ-მასწავლებელი თამარ სილაგაძე სხვადასხვა საინტერესო აქტივობას სთავაზობს. ამჯერად, მისი ხელმძღვანელობით, ბულინგის თემაზე ინგლისურენოვანი პროექტი - Stand up! Speak out! განხორციელდა.

პროექტის მიზანი ბულინგისა და მისი თავიდან აცილების გზების შესახებ მოსწავლეთა ინფორმირება იყო.

პროექტის ფარგლებში, მოსწავლეები გაეცნენ ბულინგის/მობინგის ცნებებს, ბულინგის სახეებს და პრეზენტაციები ფიზიკური, ვერბალური, სოციალური და კიბერბულინგის შესახებ, ინგლისურ ენაზე გამართეს 

გარდა ამისა, ბულინგის თემასთან დაკავშირებით, სასკოლო საზოგადოებასთან ონლაინ შეხვედრა სახალხო დამცველის აპარატის ქვემო ქართლის ოფისის წარმომადგენელმა - მურად გუსეინოვმა გამართა. 

პრეზენტაციის შემდეგ, პროექტში მონაწილეობისთვის, მოსწავლეებს სერტიფიკატები გადაეცათ. ასევე „კინგს საქართველოს“ ოლიმპიადაში მონაწილე მოსწავლეებს სერტიფიკატები და დიპლომები მიენიჭათ. „მადლობის სიგელი“ გადაეცა გეტას საჯარო სკოლის დირექტორს-  ფარამაზ ჯალილოვს, გაწეული დახმარებისა და მხარდაჭერისთვის.

სერტიფიკატებისა და დიპლომების გადაცემის ცერემონიალი საზეიმოდ აღინიშნა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

შეიცვალა თუ არა აკრძალული ნივთების ჩამონათვალი - გამოცდები 2026

მოსწავლე სასტუმროს მეორე სართულიდან გადავარდა - სავარაუდოდ ბავშვები ექსკურსიაზე იყვნენ

379 957 ბავშვი, „სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზაში“ ირიცხება - ომბუდსმენის 2025 წლის ანგარიში

მინისტრის ბრძანებით განახლდა საგანმანათლებლო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სამსახურის ფუნქციები

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

ღონისძიება მეტად საინტერესოდ, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით წარიმართა და არაერთი საგანმანათლებლო, შემოქმედებითი თუ საზეიმო ნომერი გააერთიანა

 

საინტერესო
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება