სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ყვავილების ფესტივალი“ - ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლის მე-3 კლასელთა შემოქმედებითად დატვირთული ღონისძიება 
14-06-2024
-
+


ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამის დასტურია ის ღონისძიებები და აქტივობები, რომლებიც სკოლაში იმართება. 

ამჯერად, სკოლის მე-3 კლასში, მხატვრული ღონისძიება სახელწოდებით - „ყვავილების ფესტივალი“ გაიმართა. 

„ღონისძიების მიზანი იყო დედა ბუნებისადმი პატივისცემის გაღვივება, ადამიანსა და ბუნებას შორის განუყრელი კავშირის დაფასება, მშვენიერების გრძნობისა და დაფასების უნარის განვითარება“, - გვიყვებიან სკოლაში.

ღონისძიების მსვლელობისას მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს საინტერესო ინფორმაცია ყვავილების შესახებ, როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მათ ასევე აღწერეს ბუნების ეს ლამაზი და მშვენიერი ქმნილებები სიმღერების დახმარებით.

ღონისძიების დასასრულს მონაწილეებმა დამსწრე საზოგადოებას უსურვეს, რომ ყოველი დღე ისეთივე ლამაზი და ფერადი იყო, როგორც ყვავილები.

ღონისძიების ორგანიზატორი კლასის მასწავლებელი ოფელია პაპოიანი გახლდათ.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

1-ელ ოქტომბრამდე მოსწავლის მობილობა დაუშვებელია - მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც სკოლის შეცვლისას უნდა იცოდეთ

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„მასწავლებელი არის გზამკვლევი, რომლის ქცევას, ვიზუალს, ღიმილსა და განწყობას მოსწავლე პირველივე წამიდან ითვისებს“...

„განსაკუთრებით საამაყოა, რომ ამ საერთაშორისო შეფასების ნაწილი ქალაქ თბილისის N117 საჯარო სკოლაც იყო“
 

სკოლამ მომავალ პირველკლასელებსა და მათ მშობლებს უმასპინძლა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება