სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ვაკიჯვრის საჯარო სკოლის მე-3 კლასელთა შემოქმედებითად დატვირთული ღონისძიება 
14-06-2024
-
+


ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაკიჯვრის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო აქტივობებით დატვირთული ღონისძიებები იმართება.

ამჯერად, ასეთი ლამაზი და შთამბეჭდავი ღონისძიება მე-3 კლასში გაიმართა, რომელსაც დამრიგებელი ოლიკო სვანიძე ხელმძღვანელობდა.

მოსწავლეებმა, ღონისძიებაზე, ლექსები წაიკითხეს, მუსიკალური ნომრები - ცეკვები, სიმღერები შესანიშნავად შეასრულეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს. 

როგორც სკოლის დირექტორი ანეტა გედევანოვი აღნიშნავს, ბავშვები შემოქმედებითმა ნიჭმა სასკოლო საზოგადოება აღაფრთოვანა.

„ამჯერად მე-3 კლასელებმა გაგვახარეს და გაგვაოცეს თავიანთი მრავალმხრივი ნიჭისა და შესაძლებლობების გამოვლენით. სიმღერით, ცეკვითა და ლექსებით ამ პატარა ბავშვებმა საოცარი სითბო და სიყვარული უძღვნეს სამშობლოს, მოყვასსა და მასწავლებლებს. სიყვარულის გაღვივებას კი უდიდესი ძალისხმევა სჭირდება“, - გვიყვება დირექტორი.

ეს დღე ძალიან ემოციური, შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი იყო.

დირექტორი ანეტა გედევანოვი კლასის დამრიგებელს ასეთი საოცარი სანახაობისა და შრომისმოყვარეობისთვის მადლობას უხდის. 

„მადლობა კლასის დამრიგებელს, საოცრად მზრუნველს, გულისხმიერს, ორიგინალურობითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ოლიკო სვანიძეს ლამაზად განვლილი სამი წლისთვის, ასევე დიდი მადლობა ყველა იმ მასწავლებელს, რომელმაც სითბო და სიყვარული არ დაიშუა ამ ბავშვებისთვის, მადლობა მშობლებს.

კიდევ ერთხელ გილოცავთ, ჩემო პატარებო, სამი კლასის წარმატებით დასრულებას, წინ უამრავი წარმატება გელოდებათ... თქვენ, ჩვენი ქვეყნის მომავალი ხართ“, - აღნიშნავს დირექტორი ანეტა გედევანოვი.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

1-ელ ოქტომბრამდე მოსწავლის მობილობა დაუშვებელია - მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც სკოლის შეცვლისას უნდა იცოდეთ

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„მასწავლებელი არის გზამკვლევი, რომლის ქცევას, ვიზუალს, ღიმილსა და განწყობას მოსწავლე პირველივე წამიდან ითვისებს“...

„განსაკუთრებით საამაყოა, რომ ამ საერთაშორისო შეფასების ნაწილი ქალაქ თბილისის N117 საჯარო სკოლაც იყო“
 

სკოლამ მომავალ პირველკლასელებსა და მათ მშობლებს უმასპინძლა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება