სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თორიის საჯარო სკოლაში სპორტულ-გასართობი ღონისძიება გაიმართა 
17-06-2024
-
+


ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ თორიის საჯარო სკოლაში 2023-2024 სასწავლო წელი საინტერესო, მრავავლფეროვანი და მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობებით იყო დატვირთული.

მათ შორის გახლდათ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი სპორტულ-გასართობი ღონისძიება „მხიარული სტარტები“, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ სპორტის მასწავლებლები -  ჰოვსეფ სეხლიანი, მკრტიჩ ლოქიანი, ჰაიკ მალხასიანი და აშოტ მკრტჩიანი.

თამაშში მონაწილეობდნენ მე-6 კლასიდან მე-11 კლასის ჩათვლით ყველა მოსწავლე.

მოსწავლეები განაწილებული იყვნენ ოთხ გუნდად - „ლადანივა“, „ბელარუს“, „მეგალადონ“ და „სამართლიანი მონადირეები“. თითოეულ გუნდს ჰყავდა ლიდერი, მათ ასევე ჰქონდათ თავიანთი ლოზუნგებიც. 

თამაში ძალიან სახალისო და საინტერესო გამოვიდა. შეჯიბრებაში გაიმარჯვა გუნდმა - „ბელარუსმა“. ჟიურის წევრებისა და სკოლის დირექტორის - სერგეი პეტროსიანის თანხმობით გამარჯვებულებს გადაეცათ სიგელები და მედლები.

ბავშვებმა ძალიან იმხიარულეს და შთამბეჭდავი გახადეს თავიანთი დღე. მათ, ასევე მადლობა გადაუხადეს მასწავლებლებს ასეთი სახალისო და დაუვიწყარი დღისათვის.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

1-ელ ოქტომბრამდე მოსწავლის მობილობა დაუშვებელია - მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც სკოლის შეცვლისას უნდა იცოდეთ

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„მასწავლებელი არის გზამკვლევი, რომლის ქცევას, ვიზუალს, ღიმილსა და განწყობას მოსწავლე პირველივე წამიდან ითვისებს“...

„განსაკუთრებით საამაყოა, რომ ამ საერთაშორისო შეფასების ნაწილი ქალაქ თბილისის N117 საჯარო სკოლაც იყო“
 

სკოლამ მომავალ პირველკლასელებსა და მათ მშობლებს უმასპინძლა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება