| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

გაცდენების გამო მოსწავლეთა ექსტერნატის გამოცდების ვადები მინისტრის ბრძანებით უკვე დადგინდა. ცნობილია, რომ რეგისტრაცია 17 ივნისს, ხოლო გამოცდები 24 ივნისს დაიწყება; აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს დოკუმენტი არ ეხება მე-12 კლასის მოსწავლეებს.
„დადგინდეს, 2023 2024 სასწავლო წლის განმავლობაში ზოგადი განათლების საბაზო და საშუალო საფეხურების (გარდა მე-12 კლასისა) მოსწავლეების მიერ კონკრეტული საგნისთვის წლის მანძილზე დათმობილი საათების 30% და მეტის გაცდენის გამო ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონის ექსტერნატის ფორმით დაძლევის:
ა) გამოცდაზე ექსტერნად რეგისტრაციის ვადები 2024 წლის 17 ივნისიდან 2024 წლის 21 ივნისის ჩათვლით;
ბ) გამოცდის ჩატარების ვადები 2024 წლის 24 ივნისიდან 2024 წლის 03 ივლისის ჩათვლით.
ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე და შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცემიდან ერთი თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოში“, - აღნიშნულია დოკუმენტში.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები
მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა