სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ძიმითის საჯარო სკოლის ეკოკლუბი გარემოსდაცვითი კონკურსის ფარგლებში არაერთ საინტერესო აქტივობას ახორციელებს
18-06-2024
-
+


ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სკოლაში წარმატებით მუშაობს ეკოკლუბი - „ვიტისი“, რომლისთვისაც 2023-2024 მეტად ნაყოფიერი და წარმატებული იყო. ამასთან კლუბი ჩართულია მასშტაბურ გარემოსდაცვით კონკურსში - „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2024“, რომლის ფარგლებში არაერთ აქტივობას ახორციელებს

მათ შორის კლუბის წევრებმა სამკურნალო მცენარეების შესახებ მეტი ინფორმაციის მოძიება და მე-6 კლასის მოსწავლეებისთვის გაზიარება გადაწყვიტეს.

მე-6 კლასელებმა შეიტყვეს, რომ ფი­ტო­თე­რა­პია სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბის მკურ­ნა­ლო­ბის მე­თო­დია, რო­მე­ლიც უძ­ვე­ლე­სი ხალ­ხუ­რი მე­დი­ცი­ნის სა­ფუძ­ველ­ზე გაჩ­ნდა. ის მცე­ნა­რე­ე­ბი­სა და მათ­გან მი­ღე­ბუ­ლი წამ­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას ეყ­რდნო­ბა. ამი­ტო­მაც ფი­ტო­თე­რა­პი­ასბა­ლა­ხე­ბით მკურ­ნა­ლო­ბა­საცუწო­დე­ბენ. ამ­დე­ნად, ფი­ტო­თე­რა­პია არატ­რა­დი­ცი­უ­ლი მე­დი­ცი­ნის ერთ-ერთი ნა­წი­ლია.

პრაქ­ტი­კუ­ლად არ არ­სე­ბობს მცე­ნა­რე, მისი გა­მო­ყე­ნე­ბა პრე­პა­რა­ტე­ბის მო­სამ­ზა­დებ­ლად არ შე­იძ­ლე­ბო­დეს (რო­გორც ცალ-ცალ­კე, ისე ერ­თობ­ლი­ვად, სხვებ­თან კომ­ბი­ნა­ცი­ა­ში).

პრეზენტაციაში ხაზგასმით იქნა წარმოჩენილი:

მოცემული მცენარეების (მრავალძარღვა, პიტნა, გვირილას, კუნელი, ცხენისწაბლა) აგებულების თავისებურებები, მათი რა ნაწილი გამოიყენება სამკურნალოდ, როგორ და როდის ხდება მათი შეგროვება, მცენარეთა გავრცელება საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ, რომელი დაავადებების სამკურნალოდ იყენებენ მათ, რა ფორმის წამალი მზადდება და როგორ მიიღება ის, რა უკუჩვენებები ახასიათებთ და ა.შ

აქტივობა 20 მაისს მე-6 კლასის მოსწავლეებთან განხორციელდა და მეექვსეკლასელთა დიდი ინტერესი გამოიწვია. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

1-ელ ოქტომბრამდე მოსწავლის მობილობა დაუშვებელია - მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც სკოლის შეცვლისას უნდა იცოდეთ

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„მასწავლებელი არის გზამკვლევი, რომლის ქცევას, ვიზუალს, ღიმილსა და განწყობას მოსწავლე პირველივე წამიდან ითვისებს“...

„განსაკუთრებით საამაყოა, რომ ამ საერთაშორისო შეფასების ნაწილი ქალაქ თბილისის N117 საჯარო სკოლაც იყო“
 

სკოლამ მომავალ პირველკლასელებსა და მათ მშობლებს უმასპინძლა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება