სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ძიმითის საჯარო სკოლის ეკოკლუბ „ვიტისის“ წარმატებული საქმიანობა და ლიდერის საინტერესო პრეზენტაცია
17-06-2024
-
+


ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. ნაყოფიერი იყო ეკოკლუბვიტისის“ საქმიანობა. 

მათ შორის აღსანიშნავია, ეკოკლუბის ლიდერის საინტერესო პრეზენტაცია, რომელიც მეტად აქტუალურ თემას - კიბერბულინგს ეხებოდა. 

ეკოკლუბვიტისის“ ლიდერი ნინი მგელაძე მთელი კვირის განმავლობაში იკვლევდა კიბერბულინგის შესახებ ინფორმაციებს და მას შემდეგ, რაც კონკრეტულ საკითხში ცოდნა აიმაღლა, გადაწყვიტა ეს თავისი თანაგუნდელებისა და თანასკოლელებისთვისაც გაეზიარებინა.

მან საკითხის აქტუალობაზე საუბრისას აღნიშნა, რომ 21-ე საუკუნეში, როდესაც ადამიანების უმრავლესობა ინტერნეტის აქტიური მომხმარებელია, კიბერბულინგი ძალიან დიდი საშიშროება გახდა, განსაკუთრებით მოზარდებში. ხშირად კიბერბულინგის მსხვერპლი სკოლის მოსწავლეები ხდებიან.

მეტად მნიშვნელოვანია აქტივობის მიზნები და ისახავს - მოსწავლეებმა გააცნობიერონ, თუ რა არის კიბერბულინგი. როგორ ვლინდება იგი; ვინ შეიძლება გახდეს ბულერი ან პირიქით კიბერბულინგის მსხვერპლი; როგორ დავიცვათ თავი კიბერბულინგისაგან; მოსწავლეებმა უნდა გაიაზრონ, რომ თუ მსგავსი შემთხვევა მათთაც შეემთხვევათ, არ ჩაიკეტონ საკუთარ თავში, და ამის შესახებ აუცილებლად გააგებინონ მშობლებს, უფროს მეგობრებსა თუ მასწავლებლებს - სწორედ ზემოთაღნიშნული საკითხების შესახებ აუმაღლდათ ცნობერება მოსწავლეებს. 

პრეზენტაციაზე მსმენელებს დაევალათ მოიძიონ კანონის ის მუხლები, რომლებიც შემუშავებულია კიბერბულინგთან ბრძოლისათვის, ასევე თუ რა სასჯელი ელოდება კიბერბულერს, რასაც წარმატებით გაართვეს თავი. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

1-ელ ოქტომბრამდე მოსწავლის მობილობა დაუშვებელია - მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც სკოლის შეცვლისას უნდა იცოდეთ

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„მასწავლებელი არის გზამკვლევი, რომლის ქცევას, ვიზუალს, ღიმილსა და განწყობას მოსწავლე პირველივე წამიდან ითვისებს“...

„განსაკუთრებით საამაყოა, რომ ამ საერთაშორისო შეფასების ნაწილი ქალაქ თბილისის N117 საჯარო სკოლაც იყო“
 

სკოლამ მომავალ პირველკლასელებსა და მათ მშობლებს უმასპინძლა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება