სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ბათუმის N8 საჯარო სკოლის მოსწავლეები საერთაშორისო პროექტში მონაწილეობდნენ
10-06-2024
-
+


ბათუმის N8 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესოდ და აქტიურად მიმდინარეობს. 

ახლახან, მე-7 და მე-7  კლასების (მასწავლებელი - თამთა კვარაცხელია) და მე-9 და მე-9  კლასების (მასწავლებელი - თინათინ კვაჭაძე) მოსწავლეები eTwinning-ის ფარგლებში ინიცირებულ საერთაშორისო პროექტში - „პრევენცია უკეთესია, ვიდრე განკურნება“ მონაწილეობდნენ. 

აღნიშნული პროექტი მდგრადი განვითარების მე-3 მიზანს - „ჯანსაღი ცხოვრებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფას“ ეხებოდა. მისი ძირითადი მიზანი, ჯანსაღი ცხოვრების წესების შესახებ, მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება და იმ უნარების განვითარების ხელშეწყობა იყო, რომლებიც ჯანსაღად ცხოვრებისთვის აუცილებელია.  

პროექტში ქართველ მასწავლებლებსა და მოსწავლეებთან ერთად, მონაწილეობდნენ პარტნიორი ქვეყნების - საბერძნეთის, თურქეთის, კვიპროსის, იტალიისა და ესპანეთის - სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები. პროექტის განმავლობაში, მოსწავლეები მუშაობდნენ ჯგუფებად და ინდივიდუალურად.

პროექტის მიზნებისა და დაგეგმილი აქტივობების შესაბამისად, მოსწავლეებმა შეავსეს სხვადასხვა სახის კითხვარი. გარდა ამიდა, დაგეგმეს და შექმნეს მრავალფეროვანი რესურსები - ინტერვიუების, ლოგოებისა და საპრეზენტაციო ფაილების სახით. პროექტის მსვლელობისას, მოსწავლეებმა თავიანთი ნაშრომები ეტაპობრივად გამოაქვეყნეს ონლაინპორტალზე და აუდიტორიის წინაშე, ონლაინშეხვედრების დროს, ზეპირად წარადგინეს.

მათ პროექტის დასკვნით, შემაჯამებელ ეტაპზე, პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები შეაფასეს და დისკუსიებში ჩაერთნენ. 

eTwinning პროგრამა წარმოადგენს ევროკომისიის ინიციატივას, რომელიც ხელს უწყობს ევროპის სკოლების თანამშრომლობითი პარტნიორობის ჩამოყალიბებას. მისი მთავარი მიზანია, ევროპის მასშტაბით, სკოლების არაფორმალური დაძმობილება. აქვს ხარისხისა და მხარდაჭერის უნიკალური სტრუქტურა, რომელსაც სთავაზობს სწავლების ყველა საფეხურის ყველა საგნის მასწავლებელს. გამოცდილებათა გაზიარება ხელს უწყობს მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებასა და სწავლა-სწავლების პროცესების დახვეწას, შესაბამისად, მოსწავლეთა სოციალური უნარებისა თუ აკადემიური შედეგების გაუმჯობესებას.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სტუდენტთა მობილობის შედეგები გამოქვეყნდა

განახლებული ცნობარი გამოქვეყნდა - იხილეთ, რეკომენდაციები და ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია 

პროგრამების არჩევის წესებსა და სხვა რეკომენდაციებს აბიტურიენტებს დღეს გააცნობენ - შეხვედრის დრო და დეტალები

თუ მაშინ არა, ახლა ჩაირიცხებით (?!) - 7000-ზე მეტი ვაკანტური ადგილი 1800-მდე აბიტურიენტისთვის „იბრძოლებს“

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„მასწავლებელი არის გზამკვლევი, რომლის ქცევას, ვიზუალს, ღიმილსა და განწყობას მოსწავლე პირველივე წამიდან ითვისებს“...

„განსაკუთრებით საამაყოა, რომ ამ საერთაშორისო შეფასების ნაწილი ქალაქ თბილისის N117 საჯარო სკოლაც იყო“
 

სკოლამ მომავალ პირველკლასელებსა და მათ მშობლებს უმასპინძლა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება