სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

რუსთავის N20 სკოლის მოსწავლეები ინგლისურ ნაწარმოებებს მხატვრულად თარგმნიან და ლექსიკური მარაგის გამდიდრების მიზნით, შემეცნებით ფილმებს უყურებენ 
07-06-2024
-
+


რუსთავის N20 საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი, მოსწავლეთა მოტივირებასა და განვითარებაზე ორიენტირებული სასწავლო გარემოა შექმნილი. 

აღსანიშნავია, რომ უცხოური ენისა და ქართული ენის (ინგლისური ენის მასწავლებელი - შორენა ბერიანიძე, ქართული ენის მასწავლებლები - მარინე მიმინოშვილი და ნანა დათაშვილი) კათედრებზე მოსწავლეთა მოტივირებისა და ენების სწავლების ხელშეწყობის მიზნით, ინტეგრირებული მხატვრული თარგმანისა და კინოკლუბები მე-9 - მე-11 კლასების მოსწავლეებისთვის ფუნქციონირებს.

მოსწავლეები - გიორგი ცხოვრებაშვილი (მე-9 კლასი) და  ნოდარ მერმანიშვილი (მე-11ა კლასი) ინგლისურად თარგმნიან ისეთ ნაწარმოებებს, როგორებიცაა - თამრი ფხაკაძის „ლამზირა“ და გოდერძი ჩოხელის „მართა“.

ასევე, თამთა ვაზაგაევმა ქართულად თარგმნა ამერიკელი ავტორის ნაწარმოები - Harlan Edison, I have no mouth but I must scream და ნინო კაპანაძემ (მე-11 კლასი) თარგმნა ნაწარმოები - Charles Dickens, To be read at dusk.

გარდა ამისა, მოსწავლეები ეცნობიან მხატვრული თარგმანის ტექნიკას, იღრმავებენ ლექსიკურ მარაგს, ხვეწენ აზრის თანმიმდევრული დალაგებისა და გადმოცემის უნარებს.

კინოკლუბში ეწყობა მოსწავლეების მიერ ერთობლივად შერჩეული შემეცნებითი ინგლისურენოვანი ფილმების ჩვენება და შემდგომ მათი განხილვა ინგლისურ ენაზევე.

„აღნიშნული კლუბები არაფორმალური განათლების შესანიშნავი საშუალებაა, რაც ინგლისური ენის სწავლების პოპულარიზაციასა და მოსწავლეთა მოტივირებას უწყობს ხელს.

ასევე, მოცემული გზით მიღებული ცოდნა და გამოცდილება მოსწავლეებს საშუალებას მისცემს წარმატებული არჩევანი გააკეთონ მომავალი პროფესიის არჩევისას.

სკოლის დირექცია და ინგლისური ენის კათედრა წარმატებას უსურვებს მომავალ მთარგმნელებს და კინო კრიტიკოსებს“,- ამბობენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - დეტალები

იანვრიდან სკოლისა და ბაღის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება - 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი ცნობილია

ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლე- ახალგაზრდებში ქართული კინოს პოპულარიზაციას

სკოლის დირექტორმა, ნინო ღლონტმა მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განახლება დიდი სიყვარულით მიულოცა

სასკოლო საზოგადოების გულთბილმა დახვედრამ მოსწავლეებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება