| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლასა და უჩმანის საჯარო სკოლას შორის თანამშრომლობა წარმატებით მიმდინარეობს, მოსწავლეები ერთობლივად საინტერესო ინიციატივებს აყენებენ და მრავალფეროვან ღონისძიებებს მართავენ.
მოგეხსენებათ, რომ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი გამოირჩევა მულტიკულტურული გარემოთი, ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნებით. ინტეგრაციისა და ჰარმონიული თანაცხოვრების ხელშეწყობის მიზნით უკვე მესამე სხვადასხვა სახის შეხვედრა დაიგეგმა გორელოვკის N3 საჯარო სკოლასა და უჩმანის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შორის.
ამჯერად, ღონისძიება კულტურულ და სპორტულ აქტივობებს მოიცავდა.
მოსწავლეებმა ჯერ მოინახულეს სოფელ გორელოვკაში მეჩეთი, სადაც მათ თბილად უმასპინძლეს და დაათვალიერებინეს სალოცავი. შემდეგ ეწვივნენ დუხობურების ეთნოგრაფიულ მუზეუმს. ბოლოს კი, საოცარი სანახაობა ბუღდაშენის ტბა იხილეს.
მოსწავლეებს შორის გაიმართა შეჯიბრება ფრენბურთში. შეხვედრა ამხანაგურ ხასიათს ატარებდა და მეგობრობამ გაიმარჯვა, სასკოლო საზოგადოებამ აღნიშნა: „ჯანსაღი ცხოვრების წესი და ჯანსაღი ურთიერთობები ჩვენი არჩევანია“.
როგორც სკოლებში გვიყვებიან, საოცარი სანახავი იყო ქართველი და სომეხი მოსწავლეების მიერ შესრულებული აჭარული.
დღე ემოციებით დატვირთული, მხიარული და დაუვიწყარი აღმოჩნდა სასკოლო საზოგადოებისთვის.
იხილეთ ფოტოები:
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ცნობილია, რომელი საგნის გამოცდაზე გადის ყველაზე მეტი მასწავლებელი
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
ბავშვებმა მრავალფეროვანი საზეიმო სანახაობა წარმაოადგინეს, მათ შორის წაიკითხეს ლექსები და მინი სპექტაკლი გაითამაშეს
პატარები დიდი სიხარულით შეუერთდნენ მასშტაბურ გარემოსდაცვით პროგრამას - „ჩემი პირველი ნერგი“ და ქალაქ ნინოწმინდის პარკში დარგეს
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას