სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ნიგოზეთისა და უსახელოს საჯარო სკოლების მოსწავლეები პროფესიული კოლეჯის საგანმანათლებლო პროგრამებს გაეცნენ
06-06-2024
-
+


ვახტანგ ჯაოშვილის სახელობის ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოზეთისა და უსახელოს საჯარო სკოლებში სასწავლო წელი საინტერესოდ და ნაყოფიერად მიმდინარეობს. 

აღნიშნული სკოლები აქტიურად თანამშრომლობენ პროფესიულ სასწავლებლებთან - კოლეჯ „იბერიასთან“ და „ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიასთან“. მოსწავლეებმა ერთი პროგრამა „ბითიუს აკადემიაში“ უკვე დაასრულეს და ამ ეტაპზე, კოლეჯ „იბერიის“ მიერ შემოთავაზებულ ჭრა-კერვის კურსს გადიან.

მოსწავლეები აღნიშნულ სწავლებაში დიდი ინტერესით მონაწილეობენ. კოლეჯმა „იბერიამ“, საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში, კურსის მონაწილეებს შესთავაზა ექსკურსია კოლეჯ „იბერიაში“, სადაც მოსწავლეებმა სტუდენტების საერთო  საცხოვრებელი დაათვალიერეს და იქ მიმდინარე სასწავლო პროცეს გაეცნენ.

მათ ინფორმაცია გაიგეს შემდეგ პროგრამებზე : 

  • თმის მომსახურება;
  • ელექტროობა;
  • ჭრა-კერვა;
  • ხის დამუშავება;
  • კულინარია;
  • სარესტორნო საქმე.

მოსწავლეებს საგანმანათლებლო ტურზე თან ახლდნენ ნიგოზეთის სკოლის დირექტორი - მერი პაპიძე და უსახელოს საჯარო სკოლის დირექტორი - გიორგი იაკობიძე. 

„მოსწავლეებმა უკვე დაასრულეს საექთნო კურსი და ამჟამად კი, დიდი ინტერესით ითვისებენ ახალ პროფესიას“,- აღნიშნა დირექტორმა მერი პაპიძემ.

„მოსწავლეები აღნიშნული სასწავლო ტურით ძალიან კმაყოფილები დარჩნენ და სურვილი აქვთ, დამატებით, კიდევ გაირონ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების სხვადასხვა კურსი.

სკოლის დირექტორები მადლიერებას გამოხატავენ „ბითიუს“ აკადემიის რექტორ სოფიო მაჭარაშვილის და კოლეჯ „იბერიის“ დირექტორის ირაკლი ავალიანის მიმართ. ვინაიდან, მათი უშუალო ძალისხმევით და დახმარებით გახდა შესაძლებელი აღნიშნული პროფესიული სასწავლებლების შემოსვლა სკოლაში. ნიგოზეთის სკოლაში განთავსებულია საკერავი მანქანები, რომლებიც კოლეჯმა მიიტანა, სასწავლო პროცესი იქ მიმდინარეობს. მოსწავლეებმა ტანსაცმელი უკვე თავიანთი ხელით გამოჭრეს და შეკერეს“,- აღნიშნავენ სკოლებში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 

განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან იმ ბაღებში, რომლებშიც ბავშვები მოიწამლნენ

მოსწავლესთან ერთად საგანმანათლებლო პროცესიც შეფასდება - მინისტრის ბრძანება 

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება