| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.
ამჯერად, სკოლაში სპორტული ფესტივალი ჩატარდა, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნა. მასში დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები, მშობლები და მასწავლებლები მონაწილებდნენ.
ისინი შემდეგ ორ გუნდად დაიყვნენ:
გუნდებმა ხუთი აქტივობა გამართეს: შერბენა-გახურება; ფერების წამოღება და ნიშნულზე მოცმა; ზიგზაგისებური რბენისას პატარა ბურთის სტყორცნა სამიზნეში; ბურთის ჰაერში მოგზაურობა; ბურთის გადაცემა-დაჭერა.
აღნიშნული სპორტული აქტივობების მიზანი იყო ხელი შეეწყო მოქნილობის, სისწრაფის, სიმარჯვის, სმენითი და მხედველობითი რეაქციის კონცენტრირებისა და სივრცეში ორიენტაციის უნარების განვითარებისთვის.
ღონისძიებაზე მოსწავლეებმა მრავალფეროვანი საცეკვაო ნომრები (რიცხვების ცეკვა) გამართეს. საბოლოოდ, გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი - „მერცხლები“.
„დიდი მადლობა სპორტული ფესტივალის ხელმძღვალელ პედაგოგებს - ლელა ბარამიასა და ვახტანგ კორკელიას, ასევე მშობლებსა და პედაგოგებს აქტიური ჩართულობისთვის“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი